გოჩოლეიშვილმა გაიტანა - "შახტარმა" გაიმარჯვა და "მარსელთან" მატჩები ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე "შახტარმა" ამხანაგურ მატჩში თურქმენეთის ჩემპიონი "არკადაგი" 4:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლუკა ლაცაბიძემ. გოჩოლეიშვილმა 37-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა.

ლაცაბიძემ პირველ ტაიმში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, შესვენების შემდეგ კი - ცენტრალურ მცველად. გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ნახევარდაცვაში ათამაშა.

18:30 საათზე "შახტარის" მეორე სპარინგი დაიწყო პოლონეთის "ლეხიასთან". "მეშახტეთა" სასტარტოშია ირაკლი აზაროვი.

15 თებერვალს უკრაინული გუნდი ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "მარსელს" ჰამბურგში უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც მეტი გვეყოლება პენალტის დამრტყმელი მით უკეთესი, არაა გამორიცხული მარტში პენალტების სრია ან სერიები მოგვიწიოს.
ეეე
15:51 09-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული