როგორი შემადგენლობით გავა "ნაპოლი" "მილანთან" სათამაშოდ და ვის დაევალება "კვარას" მეურვეობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "მილანს" დაუპირისპირდება. "ტუტოსპორტი" წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა დავიდე კალაბრიას დაეკისრება, რომელმაც იცის, როგორ შეუზღუდოს ვალტერ მაცარის გუნდის ლიდერს სამოქმედო არეალი.

იტალიაში ინტერესით ელიან კვარაცხელიას და ლეაოს თამაშს და რომელი მათგანი უფრო წარმოაჩენს თავს. Sky Sport-ი და Calciomercato იტყობინებიან, რომ "ნაპოლი" სამცველიან სისტემას დაუბრუნდება, 3-5-1-1 ტაქტიკით იასპარეზებს და ქართველს მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავთ.

აღნიშნული გამოცემები აგრეთვე ირწმუნებიან, რომ "ნაპოლი" შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გავა მოედანზე: გოლინი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე,
მაცოკი, კვარაცხელია, სიმეონე.

მატჩი "სან სიროზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნახევარდაცვამ და მერეტიმ უნდა ივარგონ, ჩვენი ისედაც აკეთებს თავის საკეთებელს, წარმატებები კვარას… არ უნდა წააგონ
ვასო67
07:25 11-02-2024
7
რა სტატიებია გეგონება წინასწარ ნაყურები ქონდეთ ეს თამაში. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება ვინ ვის ამოკეტავს და ვინ ვის გაექცევა.დააცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში ხან ხელფასზე. ხან იმ ფეხბურთელს ამდენს უხდიან და კვარას არაო. ხან მის პირად ცხოვრებაზე.ამით რო თგრუნავენ ვერ ხვდებიან.მოეშვით ყველა და აცადეთ თამაში ბიჭო.
ქომაგი
19:07 11-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული