დღეს, სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "მილანს" დაუპირისპირდება. "ტუტოსპორტი" წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა დავიდე კალაბრიას დაეკისრება, რომელმაც იცის, როგორ შეუზღუდოს ვალტერ მაცარის გუნდის ლიდერს სამოქმედო არეალი.
იტალიაში ინტერესით ელიან კვარაცხელიას და ლეაოს თამაშს და რომელი მათგანი უფრო წარმოაჩენს თავს. Sky Sport-ი და Calciomercato იტყობინებიან, რომ "ნაპოლი" სამცველიან სისტემას დაუბრუნდება, 3-5-1-1 ტაქტიკით იასპარეზებს და ქართველს მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავთ.
აღნიშნული გამოცემები აგრეთვე ირწმუნებიან, რომ "ნაპოლი" შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გავა მოედანზე: გოლინი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე,
მაცოკი, კვარაცხელია, სიმეონე.
მატჩი "სან სიროზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.