GOL digital: მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა - მას "ვალენსიაში" კეპა შეცვლის

AutoSharing Option
ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა "რეალის" იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს - კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში "ვალენსიას" "კარი ცარიელი დარჩება", რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, "ღამურებს" ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.

ერთი სიტყვით, "ვალენსია" უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქორბ ჯერ ნაადრევია გიოს სადმე წასვლა..მითუმეტეს პრემიერ ლიგაში...სანამ მაღალ ბურთზე სწორად გამოსვლას არ ისწავლის...ძალიან გაუჭირდება ინგლისში..
ეს კომპონენტი და ფეხით თამაშის ცოდნა...უკან გათამაშება მცველებთან..დროული გამოსვლები..ბრიტანულ ფეხბურთში ყველაზე მეტად აუცილებელია..
ბუჯანგა
16 თებერვალი 2024 17:52
0
რაებს ლაპარაკობთ? აზრზე ხართ იმაზე თუ სად უფრო იწრთობა მეკარე? დიდ გუნდში მეკარე ბევრს ვერაფერს ისწავლის, რადგან იქ აწყობილია დაცვა და სიურპრიზები მეკარისათვის ნაკლებადაა, რაც შეეხება სუსტ გუნდებს სუსტი დაცვით, სწორედ იქაა სიურპრიზები მეკარისათვის და იქ სწავლობ თამაშს. ასპროცენტიანი საგოლე სეივები დიდ გუნდებში ნაკლებადაა, გიორგი კი სევილიაში ყველა თამაშზე 5-6 სეივს აგროვებს და სწორედ აქედან გაუვარდა ძლიერი მეკარის სახელი.
ჟორა გაბრიჭიძე
12 თებერვალი 2024 19:18
0
სკამის სახეხ საშუალებებს გაატანთ?
ვალენსია
12 თებერვალი 2024 02:45
37
შენ მოუკვდი შენს პატრონს (ქალის წყევლა)
fani
12 თებერვალი 2024 20:14
0
ნუ ბოდავთ რა დარჩეს ფეხბურთელის კარიერა ისედაც ხანმოკლეა აიყვანს სხვას მსურველი კლუბები და დარჩი საშუალო გუნდში ეხლავე უნდა გადავიდეს დიდ კლუბში გაზრდის ანუ მომატების შანსი იქ უფრო ექნება ფულსაც მეტს იშოვის და იქნებ ტიტულიც გამოჰკრას"ფეხი"!!!
კახა
12 თებერვალი 2024 02:21
2
კიდევ ერთი სეზონი ვალენსიაში არ აწყენდა, ჯერ ისევ სუსტია გამოსვლებზე და ფეხით თამაშში
მამუკა
12 თებერვალი 2024 00:21
0
წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ვალენსიაში დარჩენა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება და ევროთასებზე გაყვანა იქნება გიორგისთვის საუკეთესო გზა. აქ ყოველკვირა გმირი, გულშემატკივრის იმედი და საყვარელი ფეხბურთელი იქნება. თუმცა იქეთ ინგლისში დიდი გამოწვევებია რაც დიდ კონკურენციასაც ნიშნავს ყველაზე დიდ მეკარეებთან. ერთი ფეხის დაცდენა და სკამზე აღმოჩნდრბი საიდანაც შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთულია. მეკარე ერთია და ადგილიც ერთი.
მაგრამ სულ სხვაა საქმის ფინანსური მხარე. ფეხბურთელის კარიერა მოკლეა და პირობითად 10 წელიწადში უნდა შეიქმნა მთელი დანარჩენი ცხოვრების საფუძველი. ფინანსურად ისე ვერსად დააკმაყოფილებენ (არაბებს და ჩინეკებს არც განვიხილავთ) როგორც ინგლისში ამიტომ გიორგი უნდა წავიდეს. პირველ რიგში წავიდეს იქ სადაც გადაუხდიან იმდენს რომ ამ 10 წელიწადში მილიონები დააგროვოს, ოჯახი და მომავალი მყარად უზრუნველყოს და თუ ამას საფეხბურთო წარმატებრბიც დაემატება ყველანი ბედნიერი ვიქნებით. წინ გიო!
Zaza
11 თებერვალი 2024 23:37
4
გეთანხმები ყველაფერში გარდა იმისა რომ ვალენსიაში რაიმე ზრდის შანსი აქვს.მერამდენჯერ ვწერდი და ვწერ.ვალენსიის დონის მახინჯ და აბსოლუტურად უაზრო ფეხბურთს დღეს არა მგონია თუ ვინმე თამაშობს. გუნდს უზარმაზარი ფინანსური პრობლემები აქვს.ასეთ კლუბში გაძლიერება კი არა, უფრო დიდი შანსია რომ მუდამ დამარცხებულის სინდრომი გაუჩნდეს. რაც შეეხება ლიდერობას- როცა იმარჯვებ, კარგი ხარ.თუ არა და ვის ახსოვხარ?
Walter White
12 თებერვალი 2024 00:45
1
იმედია ჩელსიში არა. გიო მანჩესტერ იუნატიედს იმსახურებ ან ისეთ გუნდს რომელიც. ევროპულ ტურინრებზე გამოდის
macbook pro
11 თებერვალი 2024 23:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული