ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიასა“ და „სევილიას“ მატჩი 0:0 დასრულდა.
თამაში უსახური იყო, პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი მასპინძელთა თავდამსხმელ იარემჩუკს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგი უკრაინელი მახვილი კუთხიდან შეიჭრა საჯარიმოში და გატანა მეკარემ არ დაანება. ბოლოს პეტერ ფედერიკოს დარტყმული ბურთი ასცდა ანდალუსიელთა კარს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
რაც შეეხება სტუმრებს, „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი არ შეუწუხებიათ და ქართველი პრაქტიკულად „უმუშევარი“ იყო.
„ვალენსია“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 თებერვალს გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - სევილია 0:0