დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ახალბედა მწვრთნელები ვერ გაქაჩავენ. სანამ ცოტა ავტორიტეტი არ მოვა რომელის კომპეტენციაშიც ლაურენტესი ასე უპრაგუნოდ არ ჩაერევა შემადგელობის და სქემის არჩევაში თუ ტაქტიკაში, არაფერი გამოვა. სპალეტი ასე თუ ისე მაგას უქაჩავდა ბლავრენტას.
გრიზლი
19 თებერვალი 2024 14:18
1
მემგონი რეკორდზე მიდიან წლის განმავლობაში მწვრთნელების რაოდენობის შეცვლით
ნიკა
19 თებერვალი 2024 12:21
0
ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს! ამ სეზონში არაფერი აღარ ეშველება ნაპოლის, გინდ გულიტი და ვანბასტენი ერთად დანიშნეთ! ლავრენტამ მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა კარგახანია!
მწვრთნელი
19 თებერვალი 2024 11:46
3
ფაქტია,ვალტრე მაცარიმ უკეთესობისკენ ვერ შემოაბრუნა ნეაპოლელთა თამაში,გუნდის რეზულტატები.არ მიკვირს,მაგრამ რაც ამჟამად ხდება,დღეს არ დაწყებულა და უმთავრესი მიზეზია,სახელად__აურელიო დე ლაურენტისი,კლუბის პრეზიდენტი,რომელიც ამერიკული პრაგმატიზმით ცდილობს სუპერ-გუნდის შექმას და ეს ევროპაში შეუძლებელია.იმედია ზაფხულისთვის ვითარება შეიცვლება,თუ არადა,ჩვენებურმა უნდა იფიქროს გუნდის დატოვებაზე!
დავითი
19 თებერვალი 2024 16:21
1
Ხვიჩა და მიქაუტაძე ბათუმს დახატავდა.Მაინც არცერთს არა აქ მეტი კლასი
zura 222
19 თებერვალი 2024 18:37
37
ზოგიერთის უაზრო კომენტარზე გაგეცინება რა, უნდა წავიდესო ვინ გაუშვებს 2027 დე კონტრაქტი აქვს.თუ ვინმე 70 მლ-ს გადაიხდის კი ბატონო სიხარულით გაუშვებენ.
Rrr
19 თებერვალი 2024 12:22
3
რატოა უაზრო, ორ ევროდ რო ვერ წაიყვანს ვერავინ ეგ ჩვენც ვიცით.. 70მეტს იხდიდა ნიუკასლი, 90მილიონს..
Vito
19 თებერვალი 2024 12:53
5
აბა.???თითქოს მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში იყოს პრობლემა.ადექი და წადი))
დავით 67
19 თებერვალი 2024 15:39
0
ნიჭიერი მწვრთნელი ჩანს, სლოვაკეთი გაიყვანა ევროპაზე და რამოდენიმე თამაშს ვუყურე კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ვნახოთ აბა
kesha
19 თებერვალი 2024 11:46
1
https://www.sport-express.ru/football/transfers/news/istochnik-barselona-gotova-zaplatit-za-hvichu-kvaracheliyu-okolo-100-millionov-evro-2180900/

ბარსელონა აპირებს ხვიჩას ყდივას 100 მლნ. ევროდ
სტალინი
19 თებერვალი 2024 13:03
11
ნეტა როგორ გჯერათ ეგეთი ზღაპრების,ჯერ ბარსას 100 მილიონი სულ არ ექნება გამოყოფილი ტრანსფერებისთვის,შარშან ფელიქსი და კანსელო იჯარით ძლივს აიყვანა,თანხებს აკოწიწებდა.მეორე კიდე,ვინმე რომ 100 მილიონს გადაიხდის კვარაცხელიაში.
ბესო
19 თებერვალი 2024 15:37
2
რუსულ site-ებზე ნუ შედიხარ. ФСБ ვირუსებით ამოგტენის.
ქ. გ.
19 თებერვალი 2024 15:11
3
ყველა გამოხმაურება
კარგია. იმედია ახალი მწგრთნელის სახელს და გვარს მაიინც დაწერთ სწორედ. მაცარი ნაცარი :დდდ მართლა სპორტალი ხართ რა
თემო
19 თებერვალი 2024 15:09
1
ქე არ ამევისუნთქეე!!! როგორც იქნა,რაღა გვიჭირს აპააI!!...ნაპოლის და მის პატრონებს არ გააცივა, მთავარია კვარამ ნაკრებში დადოს შედეგი თუ რამის ერთი ადგილი აქვს, თუ არა და ვის რაში აინტერესებს ნაპოლის მწრთვნელი ვინ იქნება,ხვიჩას ძირითადიდან მაინც არავინ ამოაგდებს. რაც გაბანძდება ნაპოლი მით უფრო ადვილად და იაფად შეელევა მათი მაფიოზა პრეზიდენტი.
zura zauta
19 თებერვალი 2024 12:36
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული