"რას ვფიქრობ "კვარაზე"? - დე იონგმა ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ხვალ, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. "ბლაუგრანას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ნაპოლის" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ამ გუნდის რიგებში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იტალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები არიან. ცხადია, ისე აღარ ასპარეზობენ, როგორც გასულ წელს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი მატჩი გვექნება.

რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? - უმაღლესი დონის მოთამაშეა. ხვიჩას განსხვავების შექმნა შეუძლია, ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუება კარგად გამოსდის, გოლების გატანა,
ბოლო პასის გაკეთება... ის ნამდვილადაა ფეხბურთელი, რომელსაც ხვალ თვალი უნდა მივადევნოთ.

ჩემ შესახებ გავრცელებული ჭორები ძალიან მაბრაზებს. იგონებთ ისტორიებს, რომლებიც რეალობასთან ახლოსაც არაა. "ბარსელონაში" უბედნიერესი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემი ოცნების კლუბი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდხანს ვითამაშებ", - განაცხადა დე იონგმა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altკალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა - Sky Sport-ი "ბარსელონასთან" "ნაპოლის" სასტარტო შემდგენლობას გვამცნობს

alt"ნაპოლი" კვარაცხელიას ინიციატივების იმედად და "ბარსას" დაცვის პრობლემების გამოყენება - ახალი მწვრთნელის ეფექტი?!.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარას დიდ გუნდებთან უჭირს რეზულტატის დადება. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. რეალთან ვერაფერი ისეთი ვერ გვანახა.
Რერო
13:23 21-02-2024
12

სიახლეები პოპულარული