21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კატალონიური გუნდის მწვრთნელმა ხავიმ ისაუბრა:
"მეოთხედფინალში გასვლა გვინდა. ხვალ უნდა ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია და რაზეც ვიმუშავეთ. "ნაპოლის" მწვრთნელის შეცვლით გაკვირვებული ვარ. კალცონა გუნდს იცნობს და იცის, როგორ მოამზადოს. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ, რადგან იტალიის ჩემპიონია.
ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეცვლის გუნდს. ალბათ, სხვა ტაქტიკას გამოიყენებს. თუმცა, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. მათ განსაკუთრებით კარგი შემტევები ჰყავთ - პოლიტანო, ოსიმენი და კვარაცხელია, რომელიც ჩემი აზრით, აბსოლუტური დონისაა. არ ვიცი, მის გვარს სწორად
წარმოვთქვამ თუ არა, მაგრამ განსხვავების შექმნა შეუძლია. ერთი ერთზე მეტოქეს ადვილად ატყუებს... მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ხვალ მას უნდა ვუფრთხილდეთ.
შანსები 50/50-ზეა, ფავორიტი არ არის. ლევანდოვსკიმ რთული პერიოდი გადაიტანა, ლიდერია და მისი მეიმედება. მთავარია ჩემა ფეხბურთელებმა სიტუაცია აკონტროლონ. კარგად სათამაშოდ ყველა წინაპირობა გვაქვს. იმისთვის არ ვთამაშობთ, რომ პრესის კრიტიკას ვუპასუხოთ. ორი წლის შემდეგ მერვედფინალში ვართ და მიზანი ამ ტურნირზე მწვერვალზე დაბრუნებაა".