ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,
ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)

altცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე - კვარაცხელია და "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!..

მკითხველის კომენტარები / 61 /
ეხა თვალებსაც ნუ დავიბრმავებთ და ცოტა კრიტიკულებიც ვიყოთ. შარშანდელი სეზონის მვპ იყო ტიპი
აქედან გამომდინარე
გუნდის ლიდერი
სული და გული უნდა ყოფილიყო და
ჯერ ბოლო წუთზე სახიფათო ჯარიმაზე ვიღაც ახალმოსული გახევს ბურთს
და მერე 0-1 ზე, 67 წუთზე გცვლიან. კაცზე შენ არ მიდიხარ
კარში ვერ ურტყამ
თამაშს ვერ იღებ საკუთარ თავზე
ნ5 ნომერი ტროლეიბუსივით ხაზზე დადიხარ წინ და უკან და სარგებელი ნუკი. ფაქტია ხვიჩა გრანდებთან განსხვავებას ვერ ქმნის და ამას უყურებენ ბობოლა გუნდების სკაუტებიც. თან ეს კანცონა 4-3-3-ზე აბრუნებს გუნდს და ეხლა ნახეთ ისევ იმ აუტის ხაზზე მიწებება. აშკარად თამამი მწვრთნელია და გაამართლა მისმა ცვლილებებმა ფაქტია კვარას გასვლის შემდეგ შეაგდეს, ვისაც თამაში არ წაუვა მარტივად გამოცვლის ნებისმიერს მათ შორის ხვიჩა ოსიმენის დუეტსაც თუ თამაში არ წაუვათ რაც აგერაც დაამტკიცა. ხვიჩამ თუ ასე ინერტულად გააგრძელა მომავალი მატჩები არ გამიკვირდება ზამენიდანაც დააწყებიოს ამ მწვრთნელმა. მეტია საჭირო ტოპ სტარობამდე გაცილებით მეტი, ტოპ სტარი ესე უმომენტო/უმოტივაციოდ არ გამოიყურება მოედანზე.
9
ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია. ასე ხშირად არ შეიძლება მწვრთნელების შეცვლა, ავტორიტეტი აღარ აქვთ მოთამაშეებში და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. ხვიჩა არაპროფესიონალურად იქცევა და მსგავსი საქციელებით კარიერას გაიფუჭებს, არც მოთამაშეებში ექნება ავტორიტეტი და არც მწვრთნელებში. ვინმემ იქნება დაარიგოს, რომ პატარა ბავშვი აღარაა და ნერვები უნდა მოთოკოს ხოლმე
ვახტანგი
05:17 22-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული