კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
კვარას პრობლემები იმ ჩაჩაჩული გეტრებიდან იწყება. რაც ნიშნავდს რომ გუნდის ფორმას პატივს არ სცემს და თავს სხვებზე მაღლა აყენებს. გასაგებია სიყვარული კარგია მაგრამ 20 წლის ფეხბურთელი როდესაც ევროპაში ამოჰყოფს თავს და იმ წამსვე ცოლი მოჰყავს დიდი ფეხბურთი ესე იგი არ უნდა. ამას გარდა ბიბლია წაიკითხოს ზოგიერთმა და ეს ზედმეტი პირჯვრის წერა ერთ უჯრედიანებისგან რომ გეადაიღო ნახოს რას ამბობს ისესო ზედმეტ "პოკაზუხობაზე" ან როგორც მოიხსწენება ფარისევლობაზე. არ არის საჭირო პირჯვრის წერა ხალხის დასანახად და არც ლოცვა... თუ გინდა ილოცო, შედი ოთახსა შენსა და ელაპარაკე მამასა შენსა...ეს მეხინკლე და მემწვენილე ჯუღელი კიდევ თავიდან უნდა მოეშორებინა და აეყვან ვინმე ევროპიდან. სამწუხაქროდ ქართვეობა არ არის ადვილი და ეს არის მისი და ბევრის კიდევ აქილევსის ქუსლი. მარაბ დვალიშვილის მაგალითი უნდა ნახოს ყველამ. მონდომება, დასახული მიზნისათვიდ დაუღალავი შრომა თავდადებულად, ყველასადმი პატივის ცემა და თავმდაბლობა... ამის გარეშე მწვერვალებს ვერავინ დაიპყრობს. მარადონამაც მოიტეხა კისერი თავისი ერთუჯრედიანი ქცევებით, ამპარტავნობით... ასე რომ თუ ვინმეს დიდი კარიერა და ხანგრძლივი კარიერა უნდა რომელიმე სპორტში ან სხვა დარგშიც ...თავმდაბლობიდან და თავდადებიდან იწყება ყველაფერი. არ გვჭირდება მეორე ქინქლაძე რომელიც კვარაზე ბევრად ტექნიკური და ნიჭიერი იყო მაგრამ ასევე გაიფუჭა კარიერა ცუდი გადაწყვეტილებებით და ჩვევებით. 2-3 წელი ითამაშა და მერე აჩრდილი იყო...
სიმართლე
22 თებერვალი 2024 11:18
13
არ გეზარება და ან არ გიტყდება მაინც ამდენი ბოღმა წერა? უფასო რჩევა ვინ გკითხა ? აზრი გამოთქვი კი ბატონო და ეს რჩევები რა უბედურებაა.რჩევა ფასეულია კონკრეტულ სფეროში წარმატებული ადამიანის და არა ნებისმიერი მსურველის...
ოუუ
22 თებერვალი 2024 12:07
20
დვალიშვილს მალე UFც - დან გარიცხავენ, ფერაძის ქალი ყოფილა ვიღაც, ხელმოწერებს აგროვებს მერაბის ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავსირებით საჩივარი შეაქვს
სიმართლე - ს
22 თებერვალი 2024 11:28
12
ახალგაზრდა ასაკში თავს დამტყდარი ასეთი პოპულარობა და პასუხისმგებლობა ადვილი არაა. ეს მესმის კი, მაგრამ ცოტათი მეტი თავშეკავებაა საჭირო. ზედმეტად ამბიციურად ჩათვლიან. კი, ჩვენიანია, გვიყვარს, მაგრამ ვიღაცამ უნდა აუხსნას ელემენტარული ზრდილობის საკითხები. ფაქტი ისიცაა, რომ ბოლო პერიოდში ვერ გამოიყურება მოედანზე ისე, როგორც ადრე. სამწუხაროა… არც ძალიან მომთხოვნები უნდა ვიყოთ, გასაგებია, მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ… წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს, ვინც ჩვენს ქვეყანას ასახელებს.
ნინო
22 თებერვალი 2024 12:06
1
ქართველი სპორტსმენების მთავარი პრობლემა არც ცოლია და არც მეგობარი გოგონები,როგორც უმეტესობას გგონიათ,მთავარი არის "დიდი ეგო",მიღწეულით კმაყოფილება,დაჯერება იმისა, რომ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავია, უკვე მესია და მის წინაშე ყველა ვალშია,მას ამას არ უნდა უბედავდნენ,რომ ჩაგრავენ და უპატივცემულოდ ეპყრობიან.შრომა,შრომა,საკუთარ თავზე მუშაობა,მუდმივად გაუმჯობესება შენი უნარების,ინტელექტის განვითარება,სწავლა,კითხვა!!!!! ამის გარეშე თანამედროვე სპორტში ვერაფერს მიაღწევ!!!!დათრგუნეთ თქვენი დიდი ეგოები!!!!!
გიგი
22 თებერვალი 2024 13:38
4
ყველაფერში თითქმის გეთანხმები გსრდა სიტყვისა "დათრგუნეთ"! უბრალოდ სწორი მიმართულებით მიმართეთ , აი ასე, ც
23 თებერვალი 2024 02:57
0
ვარსკვლაური სინდრომი ხომ არ შემოგეპარა ახალგაზრდა? არ შეიძლება შვილი ასე, არააააააა...
კოსტა
22 თებერვალი 2024 10:36
5
ბავშვიაო... 40 წლის ბავშვები რო გვყავს ქვეყანაში იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე... რა ბავშვი ბიჭო ზრდასრული კაცია და კაცივით უნდა მოიქცეს...
Svani
22 თებერვალი 2024 10:36
1
არაკაცობა რა შუაშია? ვერ გამოგვაქვს შინაარსი? ბავშვი აღარაათქო აი ესაა სულ რისი თქმაც მინდოდა და ყველამ გაიგო როგორც ჩანს შენს გარდა...
Svani
22 თებერვალი 2024 14:57
0
აი რა შუაშიაეს ყველაფერი ანუ სვანებს კაცობას გვიწუნებ? აფრასიძეებზე ნუ მელაპარაკები როცა აზრზე არ ხარ არაფრის... რაც დაიმსახურეს ის მიიღეს ამაზე მეტს არ გეტყვი.და ყველამ თავისაზე აგოს პასუხი სვანი იქნება თუ მეგრელი თუ კახელი... აზრი ვერ გამოგვაქვს რა ვწერ რა უნდა გელაპარაკო...
Svani
22 თებერვალი 2024 12:59
0
ყველა გამოხმაურება
მართალია.
არ არის კვარაცხელია ის ავტორიტეტი რომ ხელები იქნიოს შეცვლისთვის.
ბოლო ბოლო ერთი წელია ჯჯერ დიდ ფეხბურთშია და კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი
las
22 თებერვალი 2024 10:20
6
ჩემის მოკრძალებული აზრით, ახალი მწვრთნელის ადგილზე, ხვიჩას ცოტა დავასვენებდი და რამოდენიმე ხნით მხოლოდ შეცვლაზე გამოვიყვანდი. ახალ მწვრთნელს, რომელსაც ჯერ არც კი იცნობ კარგად, პირველივე თამაშზე, ასეთი რამ არ უნდა შეკადრო.
გოგი
22 თებერვალი 2024 10:52
4
დიდი ხანია უკვე ბევრ არასწორ ნაბიჯებს დგამს კვარა არასაფეხბურთო სიტუაციებში, მაგრამ მსოფლიო ცენტრში უცბად მოხვედრილ 23 ბიჭს რომ მეტი მოვთხოვოთ ჩვენ ვიქნებით არასწორები, ამისთვის არსებობს ოჯახი და გარემოცვა, რომელიც ან არაფერს ურჩევს ან არასწორ რჩევებს აძლევს...
ვენეციის კომისია
22 თებერვალი 2024 11:26
8
კვარას აგენტ ჯუღელის განცხადებით, კვარაცხელია ნაპოლში ბედნიერია, მისი ოჯახი კმაყოფილია, ჩვენ ვინ ვართ, რომ სწავლება დავუწყოთ რა როგორ გააკეთოს?
ვენეციის კომისია - ს
22 თებერვალი 2024 11:31
9
ქვეყანა არ დანგრეულა, თუმცა არ არის ლამაზი ასეთი ქცევა და მიუღებელია ფეხბურთის სამყაროსათვის, განსაკუთრებით შემცვლელი ფეხბურთელის მიმართ. ძალიან გამიკვირდა რომ შეცვალა ნაადრევად, მაგრამ ძალიან საწყენი იყო ის ჟესტიკულაცია, რაც მან გააკეთა. არ შეიძლება ასე, არა.....კი ბატონო, თქვენი ნებააა...მაგრამ...
იაგო
22 თებერვალი 2024 10:45
3
კვარა, კვარა, კვარა ... ყველა ყავლგასული კარაზე კომენტარებით გვახსენებს თავს (კაპელოც, მიუხედავად იმისა რომ 20 წლის წინ ავტორიტეტი იყო, ახლა ამ სიაშია). ნაპოკის არ ჭირდება კვარასნაირი ფეხბირთელი, არ იცის შეტევის განვითარება, სწრაფი და აზრიანი პასი, თამაშის გაშლა, ერთმანეთისთვის სივრცეების შექმნა. ყველა რაღაცას ფაფხურობს და სამოყვარულო გუნდს უფრო გავს, ვიდრე იტალიის ჩემპიონს. სრულად დაუბალანსებელი გუნდია და არც გასახდელში უნდა იყოს კარგად საქმე. პოლიტანოს კარგი თამაში და ზოგადად კარგი ფეხბურთელობა მე ვერასროს დავინახე, ისევე როგორც დი ლორენცოს კაპიტნობა. მოკლედ დაასრულოს უნდა კვარამ კარიერა ამ გუნდში, თუ უნდა რამეს მიაღწიოს კიდევ.
???
22 თებერვალი 2024 10:31
3
ასეთი თამაშით სად გადავა მერე?ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიბაქიბუქოთ იქით მთავარია სარგებლიანი თამაში , რომელიც ვაღიაროთ და ფაქტიურად აღარაა. შარშან სასწაული სეზონი ჰქონდა მარა სეზონის ბოლოდან ჩავარდნა დაეწყო , რომელიც ახლაც გრძელდება. ამ პირობებში სერიოზულ გუნდში გადასვლა გამორიცხულია
ირაკლი ქუთაისელი
22 თებერვალი 2024 10:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული