რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
რატომ რეალში. აგერ არაა წალენჯიხის "სქური"?. დაგლიჯავს ყველაფერს.
ბადრი
22 თებერვალი 2024 18:42
16
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ამწვავებს მაგრამ პასს არავინ არ აძლევს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია. ლობოტკა, რასპადორი, პოლიტანო, ანგისა პრინციპულად არ აძლევენ პასს. მეტიც გუნდში ახალი მოსულებიც კი არ იმჩნევენ. ჯარიმა, პენალტი ამისთვის არ არის. მომენტებში კუთხურებსაც კი არ აწოდებინებენ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
სკ ზესტაფონი
22 თებერვალი 2024 15:02
5
Paqtia shecvlam gaamartla da isic rom kvara ver moergo axal taqtikas....imedia yvelaperi xvichastvis da gundistvis kargad dasruldeba!!!
L.J .
22 თებერვალი 2024 12:14
1
კვარა არის გენიოსი. დანარჩენი ნაპოლი ნაგავი თავის ხელმძღნერებიანად. ერთი ადგილი დააყენეთ კრიტიკოსებმა. გაგებაში არ ხართ ფეხბურთის.
დათო
22 თებერვალი 2024 17:38
16
Kvara wadi am bandidan droze,gagafucheben mand.osimensac dakarguli aq jilka, midis da magito. Osimeni gijivit iyo, pasebs itxovda sul, magram gushin ekida.kvara da osimenic ar exsnebian ertmanets.
Gia
22 თებერვალი 2024 14:36
3
როგორ გეტყობათ, რომ მხოლოდ პირველი აბზაზი წაიკითხეთ. აი, ბოლომდე თუ გაეცანით და ეგ დასკვნა გაქვთ, რას ეწევით? აი, რა მწვრთნელის გაპრავება და ზუსტად ეგ წერია, ოსიმენის თემაში გაუმართალო. აზრის გამოტანაში ასეულს მიღმა რომ არ ვართ, ეგ მიკვირს
რაგბის ფანს
22 თებერვალი 2024 13:24
2
სამწუხაროდ, კომენტარიც ვერ გაგიგიათ. გიწერიათ რაღაც, რითაც თითქოს ავტორის საპირისპიროს ამტკიცებთ, არადა გასაგები ხდება, რომ მხოლოდ პირველი აბზაცი წაიკითხეთ და აბსურდულს წერთ. ავტორი რატომ უნდა ვიყო და ამ საიტის მკითხველი კი ვარ წლებია
რაგბის ფანს
22 თებერვალი 2024 13:54
1
პირველი აბზაცი წაიკითხა და აზრიც გამოიტანა მაგრამ შენ რა გეშველება ტროლი რომ ხარ
ragbis fan-s-s
22 თებერვალი 2024 15:03
3
ყველა გამოხმაურება
კვარას ჭირდება კარგი ტრენერი.. კარლო ანჩელოტი,გუარდიოლა მსგავსი დონის,ეგრევე აღმოფხვრას გაუეთებდნენ კვარას მინუსებს...
Vito
23 თებერვალი 2024 00:20
5
კვარა სერიოზულად გაზარმაცდა....
ვახტანგ
23 თებერვალი 2024 09:41
17
Chemi gadmosaxedidaan, roforc ubralod moyvaruli pexburtis, romelsac bevri ar gamegeba peburtis da diidad ar vadevneb tvals , rogorc sxvebi arian chartulebi da yvelaperi zepirad icit da ocian kodev bevrma visac jer ar dautovebia komentari amos shesaxeb, chemi azri esetiaa,: axalma mwvvrtnelma masrtalia yvela motamashe unda gamocados , "MAGRAM" unda daamyaros kontaqti poirvel rigshi wamyvan pexburtelebtan gundisa (aq kvaraaze maqvs dziritadad saubari radgan mis garshemo vtrialebt chveni samayo qartveliss) da pirvel rifshi sheiswavlos mati xasiati da unda gaerkves mat warmoshobaze vin sadauria da es sheifzlkeba vinmes sasacilod miahndes magram exla rom waikitxavt ratom vakonkreteb warmoshobas anu vin saidanaa es imitom unda gaarkvios rom aqedan gaigos mati bunebaa da xasiati vin ramdenad tavmoyvareebi vart. Mitumetes mashin roca ashkarada gundis wamyvani pexburtelki xar amdros da roca "qartveli gyavs gundshi wamyvani ert erti sul ragac wamyvani kaci_3_5dan "mitumetes""amdros unda ipiqros qartvelis psiqologiis da xasiatis sheswavla , es imitom gansakutrebit rom chven sxva erovnebastan shedarebit metad jiiutebi tavmoyvareebbi daa tan aamdrps yvelaze magrebi vart da nebiskier dros ro shegidzlia ("kvaraze " vsaubrob kide valonkreteb) tamashis shecvla iseti rame chaataro uceb ro dagupo mowinaagmdego tundac bolo wamebze nebismier momentshi unda velodot jvarasgan amas. , memgoni dametanxmebit am yvelapershi, pirvelad vwer komentars da ratomgac mokinda rom gameca pasuxi am statiaze radgan chven kvatas exeboda , bodishit yavis mobeztebistvis
B.b!.
24 თებერვალი 2024 06:10
0
მარტო მოედნიდან ადრე გასვლა არ იქნებოდა დიდი პრობლემა.
ხვიჩა იმიტომ არის მოწყენილი, რომ უკვე კარგად დაინახა, რას წარმოადგენს ეს კალსონა. ამ Cazzona-ს ხელში დაიჩაგრება ხვიჩა. საბედნიეროდ, მალე გააგდებენ Cazzona-ს.
ქ. გ.
22 თებერვალი 2024 13:41
9
ეს შეცვლა კვარას სასარგებლო გაკეთდა რასაც შემდეგ თამაშებში ვნახავთ
თენგო
22 თებერვალი 2024 21:50
6

სიახლეები პოპულარული