"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
მართალია კანავარო რაცარუნდა გავბრაზდეთ და გვეწყინოს ქართველებს
ქართველი
22 თებერვალი 2024 15:23
8
მართალს სმბობს. პირველ რიგში პატივისცემაა გამოსახატი. სხვებიც სენსავით შრომობენ. ტრაგედია არაა, ტუ გაიტვალუსწინებს და გამოასწორებს. ჯერ პატარა ბიწია და ვერ მიხვდა, რომ ყველას შეურაცხყოფას აყენებდა ამით. არა უშავს! გამოასწორებს. კვაეა კი არა, ბზჯო იჯდა ცოლმე სკამზე უდრტვინველად როდესაც ყველას ერთად აღებულს სჯობდა. ათადად კაცი დაფასდაო...
Rezo
22 თებერვალი 2024 14:05
8
სამწუხაროა ხომ შეუძლია თავი შეიკავოს და ასე უაზრო შენიშვნები არ მიიღოს.
იკა
22 თებერვალი 2024 21:23
0
წავიდეთ ტო ამ გუნდიდან და მერე რაც უნდათ ის უქნიათ.დავტოვოთ თავიანთ პატივისცემებში სრბი
რეზი
22 თებერვალი 2024 13:33
6
ნაპოლი არის ფ..არ.ჩაკი გუნდი .. რაც შეხება სკამზე დასმას არსდროს არ გაუყვანიათ მესი რონალდო 23 წლის რომ იყო მაშინ პირიკით უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს ის ვარსკვლავია და შეიძლება ბოლო ორ წუთში გაკეთოს თავისი გადაკეთებელი. არც ოსიმენი იყო გასაყვანი. ახალი მწვრთნელი არის უფა.რჩაკ..ესი და აი ნახავთ საერთოდ თუ არ დათუპოს ეს გუნდი... კვარსა შეცდომის უფლებაც უნდა უნდა ქონდეს და როცა ლაღად თამაშობს იმის არ უნდა ეშინოდეს რომ ავაცილო კარში ან ვერ მოვატყუოდა არ დამსვანო სკამზე.მაგან რაც უნდა ის უნდა აკეთოს როგორც მესი . რონალდო ჰოლანდი ბაპე .. ასე გაიზრდება დიდი ფეხბურთელი თორე კოველ ერთი კაცის არ მოტყუებაზე თუ სკამზე დასვეს ის დაიღუპება. როგორც ბითაძეს ნება ში საქულუანებუს სროლა მიატოვებინეს ამასაც თამაშს მიატოვებინებენ. დროზე მოხიოს ნაწილიდან ჯობია .. უფრო მეტი დაფასება უნდა კვარს ...რო არა კვარა ისინი ყველა იქ იყვნენ და მარადონას მერე ჩეპიონობასთან ახლოს არ იყვნენ...
Rrrrr
22 თებერვალი 2024 18:59
13
ემოციური ბიჭკაცობა მაგრად, მაგრად ტეხავს და მავნებელია. დამრიგებელი არ ყავდა კარგი ეგ გასაგებია, მაგრამ... ცივი გონება და ალბათ კარგი ფსიქოლოგი ჭირდება.
ვანდა ჯიქია
22 თებერვალი 2024 17:40
3
მოკლედ კომენტარებისგან ერთ დასკვნას ვაკეთებ.ფეხბურთში მხოლოდ თავდამსხმელი უნდა იყოს,რომ მეკარემ და დაცვამ ხელი არ შეუშალოს
გიორგი
22 თებერვალი 2024 18:51
3
ბევრი გააცილა ხვიჩამ ქუმოდმოხდილმა, კანავაროსაც ეგრე მოუწევს, ხვიჩათი რომ იწყებენ ვაჟკაცობას.
ლალუკა
22 თებერვალი 2024 15:55
12
ნაპოლის გულშემატკივრებმა კალსონას უკვე შეურჩიეს კარგი მეტსახელი - Cazzona
ქ. გ.
22 თებერვალი 2024 13:32
4
შეეშვით ამ კვარას,თვითონ იცის თავის საქმე. მრჩეველიც ოხრად ყავს.
niko
23 თებერვალი 2024 09:41
2
ეტყობა როგორი მრჩევლებიც ყავს- პერეგავორა ჯუღელი და მამამისი, რომელიც დიდი პატივისცემის მიუხედავადასეთი კარგი შვილის გაზრდისათვის, გულწრფელები რომ ვიყოთ, ერთი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელი იყო. კვარას კვალიფიციური პირადი მწვრთნელი ჭირდება, ვინისიუსი სულელი კი არ არის იმდენ ფულს რომ ხარჯავს. ხვიჩას დრიბლინგი ბრწყინვალე აქვს, მაგრამ თამაშის წაკითხვა, უბურთიდ მოძრაობა,- დროლი გახსნა, პოზიციის შერჩევა არ აქვს იმ დონეზე, რაც მაღალი დონის ფეხბურთელს შეეფერება. მეტი სამუშაოო აქვს დარტყმაზეც, ფიზიკაზეც და ფსიქოლოგიაზეც. იმედია მეტს იმუშავებს და ყველაფერი კარგად იქნება
)))
23 თებერვალი 2024 23:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული