"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). "კვარა" აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 38 /
წელიწადია კაცი ვეღარ და აღარ დარბის და შეცვლიდა აბა რას იზამდა. ძაან მაგარია პრინციპული მწვრთნელი, აბა მაცარი იყო მწვრთნელი. თაფლობის წლები გაივლის და ათამაშდება თუ არ დაბერდა
ზურა
22 თებერვალი 2024 18:24
22
კაცი არც გაოფლიანებულა ისე დატოვა მოედანი და აბა არ შეცვლიდა, მე ვფიქრობ დააგვიანა შეცვლა, აბსოლუტურად სწორად მოიქცა, ივარგებ და ითამაშებ სულ ადვილია ამის გაგება
?
22 თებერვალი 2024 18:20
22
სულ ვამბობდი რო ცოტა შერყევა უნდა კვარას სჭირდება ზამენაზე დასმა და მერე შემოყვანა ცოტა უფრო რო მოუმატოს
სიმართლე
22 თებერვალი 2024 18:15
12
არ იყო შესაცვლელი?? ბორთს ელოდება ხაზზე, მეტოქის შეტევის დროს მეტოქესთან ბრძოლას ერიდება და დარბის დისტანციას იჭერს, უკან პასი უფრო მეტი გააკეთა ვიდრე წინ, დაცვას ვეღარ ცდება ხშირ შემთხვევაში,და კიდევ რატომ შეცვალესო გაბრაზდააა>>>??? უმჯობესია საკურ თავს ჰკითხოს ამდენი ხნის ჩავარდნა რისი ბრალია,
giorgi
22 თებერვალი 2024 17:38
14
ხვიჩას რაღაც ძველბიჭური გადმოყვა ! კიდევ ვერ გრძნობს რომ ევროპაში ეს არ გამოადგება ! თითების ქნევა ყველგან რომ უზრდელობაა არ ასწავლეს ! დაანაებოს თავი ასეთ რამეებს, თორემ გუნდსაც დაღუპავს და თავის კარიერასაც !
Tazo
22 თებერვალი 2024 17:26
11
გამომიხტებიან ეხლა პროფესორები,გაიგეთ ხალხო კვარა არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ნამეტარი რეკლამა და ქება-დიდება როგორც ეტყობა ცუდად მოქმედებს.ისე კი ცნობისათვის,მესხი,მეტრეველი,პაიჭაძე,ყიფიანი,გუცაევი,ღოღობერიძე და სხვები მაგაზე დიდი ფეხბურთელები იყვნენ,მაგრამ არ ქონიათ ხვიჩას მეათედი რეკლამა და ქება-დიდება.ასე ნამეტარი ქებით გაფუჭდება როგორც ფეხბურთელი.
გოგა
22 თებერვალი 2024 17:16
8
ეს კალცონა ჯერ არ მისულა გუნდში და უკვე "ტიპობა" დაიწყო. ის რომ ხვიჩას გასვლის შემდეგ გაიტანეს გოლი არ ნიშნავს რომ ცვლილებამ გაამართლა. ხვიჩა იყო ბოლო ვისი თამაშითაც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო კალცონა. ანგისა და ლობოტკა იმდენ სისულელეს აკეთებდნენ პირველივე ტაიმის შემდეგ უნდა გამოეცვალა. ხვიჩამ ითამაშა თურმე ცუდად და ცრუქაქუნა პოლიტანომ ხომ დაამტვრია კრამიტები. კვარას შეცვლა კი არ არის პრობლემა (როცა საჭიროა უნდა შეცვალონ კიდეც), მისადმი კალცონას უსამართლო დამოკიდებულებაა პრობლემა. იმედია სეზონის ბოლოს ხვიჩა გადავა უკეთეს კლუბში.
მალაქია
22 თებერვალი 2024 16:38
15
ყველა ნეაოპლელი ცუდად თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ ხვიჩა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი. უნდა გაეყვანა და გაიყვანა კიდეც. ხოდა შეუთვალეთ ნუ არის თავში ავარდნილი, ერთხელ და ორჯერ შეიძლება რომ შეცვლაზე გაბრაზდე, მაგრამ ასე ყოველჯერზე? რონალდო იყო ასე ბოლოს, რაც თავისმხრივ არა სწორი საქციელია, მაგრამ რონალდომდე რა თქმა უნდა ბევრი უკლია.
შვედუნა
22 თებერვალი 2024 17:51
6
Cazzona მალე დაკარგავს მწვრთნელის თანამდებობას.
ქ. გ.
22 თებერვალი 2024 14:33
22
აბსოლუტურად არაადეკვატური მსჯელობაა! მწვრთნელი ზურგით იდგა და ამიტომაც ჩაუარა ხვევნა-კოცნის გარეშე! უკმაყოფილო შესაძლოა თავისი თამაშით ან ტაბლოზე ანგარიშითაც შეიძლება ყოფილიყო! ჭორაობას ჰგავს ეს საყვედურები!
დო მაჟორი
22 თებერვალი 2024 14:30
9
კალცონა ზურგით კი არ იდგა, კვარაცხელიამ შემოურა ზურგიდან, იძულებული რომ არ გამხდარიყო თვალებში შეეხედა. ხვიჩას ჭირდება კარგი დამრიგებელი.
ბადრი
22 თებერვალი 2024 14:48
2
რომ იცოდეთ, რა მწარედ სჯიდა დიდი ნოდარ ახალკაცი გაყოყოჩებულ ფეხბურთელებს!
ხვიჩას თავში არ აქვს ავარდნილი, მაგრამ ზედმეტად ემოციურია.
გარემოცვა კი ალბათ სათანადო რჩევებს არ აძლევს.
მანფრედ კალცი
22 თებერვალი 2024 14:17
5
კალცი, უმადურობის პიკია ნაპოლის ხელმძღვალელობის მხრიდან კვარას მიმართ. რასაც ხვიჩა ყოველ თამაშში დებს არც ერთი ვარსკვლავი იმდენს არ აკეთებს მსოფლიოში. ერთი კაცის მხრებზეა მთელი გუნდის ტვირთი
ფრედი ხარ თუ
22 თებერვალი 2024 17:33
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული