"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი გამოცემა ნეაპოლური გუნდით და მისი მწვრთნელით, ფრანჩესკო კალცონათი, აღფრთოვანებულია, ზოგიერთი კი - ნაკლებად. მოკლედ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა შოკური თერაპია და კალცონას სიამაყის ღამე იყო; კვლავ გამოჩნდა ბრძოლის ჟინი და "კვარას" მოედნიდან გაყვანა ყველასათვის გზავნილს წარმოადგენდა - ხელშეუხებლები არ არსებობენ: "და ყველაზე მთავარი, კალცონა ავტორიტეტებს არ ცნობს, რაც თავიდანვე გამოჩნდა. სკუდეტოს მომპოვებელ ძველ გვარდიას მეტად არ შეუძლია თავი შეუცვლელად იგრძნოს".

calciomercato ქართველთან კონტრაქტის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"კვარაცხელია განრისხებულია. შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან შევიდა, სახე გაუფითრდა, ხელიდან სახვევი მოიცილა და გაზონზე მოისროლა. მოედნიდან გაყვანისას მან ნეგატიური რეაქცია რუდი გარსიას და მაცარის პერიოდში გამოხატა, ახლა კი კალცონასთან. მომავალი? კვარაცხელია არ არის მშვიდი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი ფინანსური აწმყო და მომავალი. დიახ, რამეთუ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადია და უკვე კარგა ხანია ხელშეკრულების კორექტირებას ითხოვს, რასაც დე ლაურენტისი დაჰპირდა, რაც ოსიმენს გარანტირებული აქვს, მას კი არა. ამის ცდა იყო, გაფორმება - არა და ბევრი ხვიჩას ნეაპოლს გარეთ, შორს კარიერის გაგრძელებაზე საუბრობს (ბარსელონა, არსენალი, ნიუკასლი). ისინი ივნისიდან მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებაზე იზრუნებენ. დე ლაურენტისის სწორი გადაწყვეტილება? წარსულში დაშვებული შეცდომები არ განმეორდება, თუ კარგი შეთავაზება გაკეთდება. თუ არადა, თვით კვარაცხელია, ისევე, როგორც ოსიმენი, შეიძლება დაგვემშვიდობონ - ზაფხულში, რომელიც "მარადონაზე" რევოლუციურ გარდაქმნებს გვპირდება".

"თავის თავზე გაბრაზდა და არა სხვა ვინმეზე, ამით უნდათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ და მისი "ნაპოლიდან" წასვლის სურვილზე წერენ, რაც სიმართლე არაა" - აღნიშნავს areanapoli.

alt"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 20 /
კალსონი, გვარია თუ საცვალი?
მიხო
24 თებერვალი 2024 21:45
0
ხვიჩასტან ერთად თუ მის გარეშე ეგ გემი იძირება. სტატისტიკურად შეიძლება დაითვალოს რამდენ წელიწადში ერთხელ უდგას ნაპოლის 'აყვავების 'პერიოდი. ამიტომ უნდა წამოვიდეს.
გიორგი
23 თებერვალი 2024 17:20
0
"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ"

სწორი აზრია, ევროპაში შეუწყვეტელი კონტრაქტი არ არსებობს !
თეორეტიკოსი
23 თებერვალი 2024 16:52
1
ცალსახად კვარას ნიჭის , სტილის და შემართების გულშემატკივარი და დამფასებელი ვარ . შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ეფექტურია . კვარას საზომთან შედარებით ნაკლებია , თორემ კაიუსტესათვის და ბევრისთვისაც ჯერ კიდევ მიუღწეველი დონეა წლელსაც . ასეთ ,,გუნდში " , როგორიც ნაპოლია წელს , ზიდანიც , მესიც და ა.შ. ნაკლებ ეფექტურნი იქნებოდნენ თავიანთ პიკზე . ნახევარდაცვა , რომელსაც თამაშის გაშლა და დროულად თავდამსხმელის სწორი და სწრაფი პასით მომარაგება ევალება , ნაპოლიში არ არსებობს . უაზროდ იჩერებენ ბურთს ლობოტკაც , ანგისაც და სხვებიც . დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს . დააკვირდით ხშირად ხელებგაშლილ კვარას , რომელიც ბურთს ითხოვს . ყოველთვის ვერა , მაგრამ ნახევარჯერ ხომ შეიძლება პასი მისცენ , ვინაა ნაპოლიში ამის გამკეთებელი ? ყიფიანის პასი გაიხსენეთ ვესტჰემტან შენგელიაზე - საკმარისი იყო ოდნავი დაყოვნება და შენგელიას 2 მცველი გადაკეტავდა . მოკლედ , დირიჟორი არ ყავს გუნდს , თამაშის დამლაგებელი . ( ფლეიმეიკერიუ არაა საჭირო თანამედროვე ფეხბურთშიო , არავინ მითხრათ )ამიტომ კვარას ყველაფრის კეთება უწევს და პლიუს დაცვის დახმარება . ამას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს . ხელფასი მესამეხარისხოვანია . კვარასი რაც არ მომწონს , ესაა ზედმეტი დაძაბულობა და ემოციური თავშეუკავებლობა , უკვე ხშირად . დანარჩენად ფეხბურთელია და ამას ბევრჯერ დაამტკიცებს . კვარა , მიიღე თამაშით სიამოვნება და მოიშორე დაძაბულობა .მეტი აქტიურობა და მეტი შეხება ბურთთან !
zaza
23 თებერვალი 2024 15:15
3
ფაქტია რომ ვერ ითამაშა ეგ თამაში და გამოცვალეს. სწორადაც მოიქცა მწვრთნელი.
ეგ კი, ხელების ქნევას მოუმატა და თამაშს მოუკლო ამ სეზონში.
მგონი სათადარიგოზე დასვამს და 70 წუთიდან შეუშვებს მომავალ თამაშში.

ისე, თითქმის ყოველთვის პრინციპულ მატჩებში უჭირს თამაშის პოვნა.
gzp
23 თებერვალი 2024 12:46
11
კარსონ თუ გული გერჩის კვარას საერთოდ ნუ ათამაშებ,მაგრამ კარგად იცი,რომ ბარსადან ჩასვრილი ჩამოხვალ კვარას დაუფასებლობის გამო და ისედაც ჩამოხვალ,რადგან რუდი გარსიასგან დიდად არ განსხვავდები,მალე ამას შენი ძუნწი ბოსიც მიხვდება და გარსიას გზას გაუდგები
სვანსკი
23 თებერვალი 2024 12:27
7
არასასურველ "შენაძენად" იქცევა კვარა ნებისმიერი სერიოზული გუნდისთვის. მოისპობს უნარს და კარიერას უპატრონო ნერვებით.

სპორტი ომია, ომში კომფორტი და ხელფასი თუ ვერ მოინელე კი ვიცით რაც მოგივა. ქინქლაძედან კვარამდე ყველას ნერვებმა და გაძლების უნარმა უმტყუნა ჩვენებში. ერთი კალაძე შეგვრჩა უპრეტენზიო (მაგის მერობა გამაცინებდეს) :))
ვანდა ჯიქია
23 თებერვალი 2024 11:59
7
"კარლსონამ"შოკური თერაპია ჩაუტაროს ბებიამისს პრუჟინიან კრაოტში
ნუკრი
23 თებერვალი 2024 10:09
8
კვარა, იმიტომ არის შენზე ამდენი ლაპარაკი და კომენტარები, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო უყვარხარ და ეგ შენი ნიჭი ყველას უნდა ბოლომდე გამოიყენო საკუთარი თავისა და ქვეყნის სადიდებლად, თორემ შენ თამაშში ვინმე შენს გარდა შემოსავალს ხომ არ იღებს. ყველას უნდა უბრალოდ რომ კვლავ შენით კარგი გაგებით იამაყოს და ბრწყინვალე თამაშით ისიამოვნოს. საქართველოში მტერი არა გყავს, ყველა უზომო მოკეთეა შენი და ყველას გვიყვარხარ კაციან-ქალიანად. აბა შენ იცი ----- შეუბერე ბოლომდე, სანამ მესის არ გადაასწრებ თამაშით...............
საბურთალო
23 თებერვალი 2024 01:35
5
საბურთალო-გაიხარე, მთელი ქვეყნის სათქმელი ლამაზად ჩამოაყალიბე. გვიყვარს ფანატიკურად ხვიჩა ყველას.
გიო
24 თებერვალი 2024 07:10
0
სერია-A საუკეთესო ფეხბურთელს დამლაგებლის ხელფასზე რომ აპახავებთ და კიდევ იქით ემდურით.
Რაგბის ფანი
23 თებერვალი 2024 01:25
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული