კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „შტურმთან“ 0:1 დამარცხდა.
გრაცულ გუნდს სახლში დამაჯერებელი გამარჯვება, 4:1 ჰქონდა მოპოვებული, მოწინააღმდეგეს სლოვაკეთშიც სძლია და მერვედფინალში გავიდა.
მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 86-ე წუთამდე ითამაშა, ჯაბა კანკავამ - შეუცვლელად, ხოლო სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს. მათი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore: კაშია 7.2, კანკავა 6.7, კიტეიშვილი 6.6. flashscore: კაშია 7.3, კანკავა 6.5, კიტეიშვილი 6.8.
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 19 870 მაყურებელი
სლოვანი - შტურმი 0:1
გოლი: ბიერეტი (52)
გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)
მე არ ვიცი, ამის და კვირკვრლიას იმედად, ჩვენი დაცვა ნაპოლის დაცვაზე უარესი იქნება.