ბოლო შეხვედრაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული ურთიერთქმედება ვერ დავინახეთ. ახლად დანიშნული მწვრთნელის
კვარაცხელიამ "კალიარის" პირველ წრეში გამარჯვების გოლი გაუტანა
ლეგენდარული კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონაშია. წინა ტურში "კალიარის" "უდინეზესთან" ქულა "ნაპოლიდან" სეზონის ბოლომდე აყვანილმა ჯანლუკა გაეტანომ მოუპოვა. ზემოხსენებულ პირველ დაპირისპირებაში გაეტანო ნეაპოლელთა რიგებში თამაშობდა, თუმცა თავს ვერაფრით გვამახსოვრებდა.
თუკი მაცარი კვარაცხელიას ფლანგიდან ცენტრში გადაწევაზე ჩამოყალიბდა, თუკი ლინდსტრომი მარცხნივ თავს მშვენივრად გრძნობდა, კალცონა მსგავს თემებზე რამდენად იფიქრებს, ჯერ არავინ იცის. ისე ჩანს, ნახევარდაცვაში ტრაორემ მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა მიიღოს; როტაციის პრინციპით (თუკი მწვრთნელი ამაზე ფიქრობს), მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა რუის ველით, ცენტრში კი ჟესუსი ნათანმა უნდა ჩაანაცვლოს. დისკვალიფიცირებულ კაპიტან დი ლორენცოს მაცოკი შეცვლის.
ნეაპოლელებს კალიარელებთან თითქმის არასდროს უჭირთ. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ვერონას" ორივე მატჩში გაუტანა და იმედია, ამას "კალიარისთანაც" შეძლებს.
შეხვედრას 39 წლის ლუკა პაირეტო განსჯის. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე ისეთ არბიტრებს ამწესებენ, მათ დაპირისპირებებში ნაკლებად რომ გვინახავს. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასთან" საპასუსო დუელამდე "ნაპოლი" კიდევ 3 გუნდს შეხვდება, მათ შორის კი, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.
რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...
"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია
მწვრთნელის დავალებით დღეს აშკარად მეტს მუშოაბს დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც და ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებს, სახეზე კი ჩამქრალია
ნაწილობრივ, რაღაც გაგებით შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ შენ მორწმუნე ხარ და ყველა მორწმუნე ძლიერია! მე სულიერ სიძლიერეზე მაქვს საუბარი (არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამ სიტყვებს!)
დარწმუნებული ვარ შენ არ შეგეშლება და აუღელვებლად, ემოციების გარეშე სწორად შეაფასებ შენს ირგვლივ ყოველგვარ სიტუაციას, რაც შემდეგში, ხო შემდეგში ყველა გაგებით ძლიერს გაგხდის!
წარმატებები ხვიჩას! და ეს ასეც იქნება...
მორწმუნე ქილერი ათობით ,შეიძლება უდანაშაულო ს საიქიოში ი ს ტ უ მ რ ე ბ ს! ,მაღალი რანგის საეკლესიო ,პირი , ჯარს ლოცავს (კაცი არ კლა
და..მოუწოდებს ,,მ ო ძ მ ე " მტრები რაც შეიძლება ბევრი და მალე მოკლან!)
ახალგაზრდა ბიჭს კი თურმე უფლება არა აქვს უკმაყოფილება გამოხატოს!
მორწმუნეა ? ალბათ კი მაგრამ ეს მას უფლებას ვერ წაართმევს,უკმაყოფილება გამოხატოს! ორივე ხელის შუა ნ ა თითის ჩვენებით ა ც კი! ბატონო ,,პროფესორო" თემური! და ვინც შენს აზრს იზიარებს¡¡
იცი უკმაყოფილება ერთი ქვეყნის დედაქალაქის ფეხბურთის მოედანზე, ჩვენმა ,,დ ი ნ ა მ ო ე ლ მ ა"
თ ო რ ა ძ ე მ
როგორ გამოხატა?? არ ი ც ი !?
ძალიან ა ც კარგი..