ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ჰადერსფილდთან“ 1:2 დამარცხდა.
არადა, "უოტფორდი" თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მაორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 27-ე წუთზე ედუარდ კაიემბეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 6.3.
„უოტფორდი“ 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე „მილუოლს“ დაუპირისპირდება. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, გიორგის გუნდი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ვერ იბრძოლებს და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჰადერსფილდი 1:2
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" როგორც იქნა მოიგო [VIDEO]