იტალიაში საბა საზონოვის ერთ-ერთი მწვრთნელი დააპატიმრეს

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიურმა პოლიციამ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტი მიკელე ორეკიო დააპატიმრა.

საქმე ისაა, რომ ორეკიო "რომას" საწვრთნელი ბაზის, "ტრიგორიას" მახლობლად ხეზე იმალებოდა და ბინოკლით "ჯალოროსის" ვარჯიშს აკვირდებოდა, რის გამოც ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

მისმა ამ თვალთვალმა შედეგი მაინც ვერ მოიტანა. სერია A-ს 26-ე ტურში ტურინელებმა გასვლაზე "რომასთან" 2:3 წააგეს, საბა საზონოვმა კი მე-14 წუთიდან ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ცარიელ ხეზე, რომ იჯდა შენიშნავდნენ მა რა იქნებოდა! ტოტები მანც შემოეკრა ტანსაცმელზე და შენიღბულიყო! ვერ ყოფილა კარგი მზვერავი!
მწვრთნელი
10:45 27-02-2024
2
ეს ამბავი პირველი აპრილისთვის შეინახეთ.
ქ. გ.
11:32 27-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული