"ნაპოლის" მატჩის დღე! - მეტოქე, რომელიც კვარაცხელიას ასე უფრთხის...

AutoSharing Option
ცუდი სეზონის მქონე ორი გუნდი, "სასუოლო" და "ნაპოლი", ურთიერთობას ერთმანეთში რეჯია ემილიაში, "მაპეი სთედიუმზე" გაარკვევს - ზამთრის ბოლოსწინა (ნაკიანი თებერვალია) დღეს, 28 თებერვალს, ჩვენი დროით 21:00 საათზე.

თუკი მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზე გასვლა უჭირთ, მათი მოწინააღმდეგეები გადარჩენისთვის იბრძვიან. "სასუოლო" შეხვედრას ახალი მწვრთნელით ხვდება, 2.5 წლის შემდეგ დიონისი გაუშვეს და გუნდს ბიგიცა უხელმძღვანელებს. ფავორიტი გამოკვეთილია - ბოლო 21 დაპირისპირებიდან ნეროვერდელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, ბოლო სამში კი ნეაპოლელებს გოლიც ვერ გაუტანეს. ყველაფრის მიუხედავად, კალცონას გუნდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავთ.

"ნაპოლიმ" უკანასკნელი სამი
მატჩი ერთნაირად დაასრულა - 1:1. ჯერჯერობით, კალცონა ამ ანგარიშის "სპეციალისტად" ყალიბდება. სირილ ნგონჟემ "ჯენოასთან" ქულა გადაარჩინა, იმის შემდეგ კი ტრავმირებულია. არადა, ის გუნდს მშვენივრად მოერგო. ბრუნდება კაპიტანი დი ლორენცო. რასპადორის კარგი მატჩის მიუხედავად, მარჯვნივ პოლიტანოს ველით.

ამ გუნდებმა პირველ წრეში, აგვისტოში ითამაშეს. რასპადორიმ პენალტი გააფუჭა (მანამდე ნიშნულიდან ოსიმენმა გაიტანა), ხვიჩა კვარაცხელიამ კი დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა.

Sportall.Ge

რაც შეეხება გასულ სეზონს, "კვარამ" ორივე შეხვედრაში გაიტანა, ერთი ძალიან მშვენიერი, ალბათ, სეზონის საუკეთესოდ დასახელებულის შემდეგ ყველაზე ლამაზი გოლი, ვიქტორ ოსიმენს კი ორჯერ გაატანინა. ასე რომ, 2 გოლი, 3 საგოლე პასი - ასეთია ხვიჩას მონაპოვარი უახლოეს მოწინააღმდეგესთან, რომელიც მას ძალიან უფრთხის. მთავარია, ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენებური კარგ ხასიათზე იყოს.

მატჩს 38 წლის დანიელე ჩიფი განსჯის, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ ხშირად აფრთხილებს და პენალტის დანიშვნაც არ უძნელდება. როცა ის "ნაპოლის" შეხვედრის მსაჯი იყო ("სალერნიტანასთან"), ქართველს იქ არ უთამაშია.

აქვე ნეაპოლელთა მომდევნო 5 მეტოქეს გეტყვით - "იუვენტუსი", "ტორინო", "ბარსელონა", "ინტერი" და "ატალანტა".

altვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...

altჩინებული ამბავი: ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა რეალურია - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველივე წუთები - ხვიჩა ბურთს ვერ ეწევა, მაგრამ ორი მცველი ერთდროულად მაინც ვარდება პანიაკში და ბურთს აუტზე აგდებენ

კიდევ ერთხელ - ტრაორე ყველაზე კარგად ეძებს კვარაცხელიას (ისე, დაწყებამდე ამ ორმა ყველაზე მეტად ილოცა
ზვიადი
28 თებერვალი 2024 21:08
1
ვეთანხმები ვახოს( ეს გუბერნიააა თუ კრემლი) სულ ასეთ უარყოფით კომენტარებს წერს.კაი სტაჟიანი პროვოკატორი ჟურნალისტი ჩანს
კინგი
28 თებერვალი 2024 16:20
4
რატომ უბეჭდავთ ზოგიერთებს ადამიანების გამაღიზიანებელ აშკარა პროვოკაციულ განცხადებებს, თან ტიპმა ოთხ წინადადებაში ალბათ 20 შეცდომა დაუშვა ასოების გამოტოვების ჩათვლით(,, გუბერნიას გაუმარჯოს" ნიკით)მე არ მახსოვს მას როდესმე ნორმალური კომენტარი გაეკეთებინოს. რომ ვიცოდე ვინ არის არ დავიზარებ და უცებ ,,გადავაჩვევდი" მაიმუნობას.ამის დაბეჭდვას არ გთხოვთ, მაგრამ იქნებ გაითვალისწინოთ მითუმეტეს,რომ ამას სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს იმდენად პროვოკაციულია!
ვახო
28 თებერვალი 2024 15:17
7
ბუცების მაპრიალებლები გამოდიან ავანსცენაზე, ფუნის ნაღმებით.
გიორგი
28 თებერვალი 2024 13:32
8
ამის ფეხბურᲗი დასრულებულია მე ეს კიდე 2023 წლის ზაფხულᲨი მაქ დაწერილი. კაცს რო ფეხბურᲗი უნდიდეს ახალგაზრდულᲨი იᲗამაᲨებდა. მაგრამ ყველა ისეᲗი მᲨრომელი როგორც Თოფურია არ არის. იმიტომა საქარᲗველიᲨი გასაუქმებელი ეს სპორტის სახეობა. არაა ეს Ჩვენი საქმე და ნუ არცხვდᲗ უკვე საქარᲗველოს სულ. გეყოᲗ Თქვე უნამუსოებო
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 თებერვალი 2024 12:31
41
ტიპიური პროვოკატორი ხარ , ნიკზეც გეტყობა . არავინ გკითხავს შენ სპორტის რომელი სახეობა გაუქმდება და რომელი დაინერგება . არავინ გაძალებს ფეხბურთიტ დაინტერესებაშ .
Tedo
28 თებერვალი 2024 14:12
2
გადავხედე შენს კომენტარს და არ ხარ შენ ქართველი (ვხდები, რა ჯიშიც ხარ) და სჯობს, საკუთარ სამშობლოზე წერო კომენტარები.
საჰაკიანი მომიკითხე, როცა ,,პერედაჩა"-ს შეუტან.
gubernia-ს
28 თებერვალი 2024 14:09
5
ხვიჩასთვის მთავარია ნაკრები მშვიდი მდგომარეობით უნდა მოვიდეს მარტში.. საკმარისია ჩვენგანაც კომენტარები დამშვიდება ჭირდება
beqa
27 თებერვალი 2024 17:17
5
შეუგდეს ხვიჩა ამ საწყალ სასუოლოს გოლს და ატყდება მერე ერთი ამბავი, აი რა გენიალურია ხვიჩა და რა იდიოტები არიან რეალსა და ბარსელონაში რომ აქამდე არ იყიდეს
ხარება
27 თებერვალი 2024 14:52
48
ხარება მაგარი მზე ხარ!
kesha
28 თებერვალი 2024 11:46
9
ისეთი მეტოქეები ყავს რა ლიგა რის ლიგა კონფერენც ლიგაზე თუ მოხვდება ეგეც კი მეეჭვება
კინგი
27 თებერვალი 2024 12:45
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული