სერია B-ს 27-ე ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „სამპდორიას“ 2:1 მოუგო.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც წინა მატჩში სათადარიგო იყო, შეუცვლელად ითამაშა და sofascore-სგან 7.0 შეფასება, flashscore-სგან კი 6.9 დაიმსახურა.
„კრემონეზე“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე „მოდენას“ დაუპირისპირდება.
გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
სამპდორია - კრემონეზე 1:2
გოლები: 0:1 იონსენი (5), 1:1 გილარდი (13), 1:2 ფალეტი (70)