იტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიერ "სასუოლოს" განადგურებას და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ქართველის მიმართ პირველ რიგში საქებარი სიტყვები "კორიერე დელო სპორტმა" არ დაიშურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ამჯერად არ შეცვალეს, მიმდინარე ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და იმაზე მეტჯერ შეუძლია მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ვიდრე გასულ საჩემპიონო სეზონში, როდესაც მის ანგარიშზე თორმეტი გოლი იყო.

"მიუხედავად "მაპეის" სტადიონის მძიმე გაზონისა, ის მარცხენა ფლანგზე ტრაორესა და მარიო რუისთან ერთად ხავერდოვნად მოქმედებდა, განუწყვეტლივ ცდილობდა გატანას, თავის მომენტს ელოდა და მიზანსაც მიაღწია - მარჯვენითაც,
მარცხენითაც, რისხვითა და დელიკატურობით და მინდორზე ისევე დაქროდა, როგორც გასულ წელს".

ხვიჩას დითირამბები La Repubblica-მაც უძღვნა: "კვარამ" დუბლი მიითვალა და ლამის მოედნის ცენტრიდან დაამწუხრა კონსილი. უფრთხილდით კვარაცხელიას და ოსიმენს, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე 13 მარტს "ბარსელონასთან" ჩასატარებელი მატჩის წინ".

Tuttonapoli წერს: "დაგვიბრუნდი, კვარადონა"; ხაზს მის ჩინებულად გარჯას უსვამს და შეფასებებს გვთავაზობს: Tuttosport 8.5, Corriere dello Sport 8, TuttoNapoli 8, Tuttomercatoweb 8, La Gazzetta dello Sport 7.5.

Calciomercato აღნიშნავს, რომ "სპალეტიანას" გუნდი და "ოსი-კვარას" დუეტი "იუვენტუსისთვის" შეხვედრისთვის მზად არიან, რამეთუ ტანდემმა ისევ გაიბრწყინა და "ნაპოლიმ" ექვსი გოლით საბრძოლო განწყობილება აღიდგინა.

„ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რენდგენმა ნერვიულობის საფუძველი არა გაქვთოო..
აჩი
07 მარტი 2024 15:33
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ეს პატივსაცემი საიტი მხოლოდ კვარას და ნაპოლის თემითაა დაკავებული, თორემ დღეის მთავარი ნიუსი, ხომ ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს,რომელიც დღეს იწყება,მაგრამ არაა!!, ისევ კვარა ,ნაპოლი,მისი პრეზიდენტი,ნეაპოლის სტადიონის რეკონსტრუქცია, ოსიმენისი ტრანსფერი და რა თქმა უნდა სხვადასხვა გამოცემების მხოლოდ ხვიჩას შეფასებები და მისი ქება-დიდების დავარცხნილი ციტატები,თანაც ისე რომ ვერ გაიგო- მათი შეფასებებით ყველაზე მაღალი ოსიმენს რომ ჰქონდა და არა ხვიჩას. გუშინ ხომ გადმოკიდეთ სათაური-უპირობოდ საუკვეთესო იყოვოოო, უმაღლესი შეფასება-10.0 დაიმსახურაოო, დღეს რაღა შეიცვალაა....10.0-ს და 7,5,8.0-ს შორის ძალიან დიდი განსხვავება...თქვენ რა გესწავლებათ ჩემზე კარგად იცით....ისე მართლა საინტერესო თამაშია დღეს ბათუმში და რა ცვლილებები მოხდა ამ გუნდებში და როგორ ხვდებიან ახალ სეზონს მართლა საინტერესოა..
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ეს პატივსაცემი გამოცემა მხოლოდ კვარაზე და ნაპოლის
01 მარტი 2024 11:24
13
,, იუვენტუსთან" თამაშში გაირკვევა ყველაფერი,როგორც რენტგენში რომ გაატარო ადამიანი ისე,ხვიჩაც და მთლიანად გუნდიც
მერაბი
01 მარტი 2024 08:54
3
ნაკლებად გათვითცნობიერებული ანალიტიკოსი:
- სასუოლო სუსტი გუნდია. ეს მოგება არაფერს არ ნიშნავს.
ობიექტური სიმართლე:
- ეს იყო ხარისხიბრივად სხვა თამაში. ნაპოლიმ ამ სეზონში პირველად ითამაშა კარგი ფეხბურთი. მანამდე სხვა სუსტი გუნდების წინააღმდეგ ნაპოლი ასე კარგად ვერ თამაშობდა, ამიტომ სასუოლოს სისუსტეს ნუ დააბრალებთ ნაპოლის კარგ თამაშს.
ქ. გ.
01 მარტი 2024 04:48
2
ცოტა კრიტიკული ვიქნები და ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია, მათი პრობლემაა. გუშინ თამაშით კარგად ითამაშა და შეფასებებიც ობიექტური იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ როდესაც გოლები გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა, მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს მიუთითებს იმაზე რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ჰქონდა. შემდეგ მატჩებში შეიძლება ეს წაადგეს კიდეც. წინა სეზონში მას ჰქონდა ისეთი თამაშები, სადაც მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. მე პირადად ასეთ თამაშებს ველი მისგან. სასუოლოსთან გალაღება ბევრი ვერაფერია ჩემი აზრით. ამიტომაც არ მიმაჩნია რომ ის ძველებურად ათამაშდა. ძალიან მინდა იუვენტუსთან და ბარსელონასთან გაიბრწყინოს, ასევე საბერძნეთი ყაზახეთის გამარჯვებულთან თუ ლუქსემბურგის ბარიერს დავძლევთ რა თქმა უნდა.
დავით 67
29 თებერვალი 2024 23:58
5
ძლივს ნორმალური შეფასება წავიკითხე!
თემო. ზ.
01 მარტი 2024 17:54
0
სერია ა ს დონის ვარსკვლავი გვყავს ნუ მსოფლიო დონის ვარსკვლავი სამწუხაროდ ვერ არის მაგრამ იმედია მალე იქნება
ტოტტი
29 თებერვალი 2024 22:32
28
რა ესპაეთი მოკვდა:)) ესპანეთის ჩემპიონატს როგორ ადარებთ სერია ა ს, ერთი სეზონით.. მარტო მადრიდის რეალი ჯობია მთელ სერია ა ს.. საკლუბო დონეზე დღემდე ორი ყველაზე დიდი გუნდი იყო რეალ მადრიდი თავისი ტიტულებით და გუარდიოლას ბარსელონა,გუნდმა რომელმაც ფეხბურთი დახურა.. კარგად გვახსოვს რო ფეხბურთის თამაშს აზრი ქონდა დაკარგული როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე ესპანეთის ნაკრების მიერ განადგურებული იტალია ფინალში 4:0 .. უეფას ლამის ყოველ წელს სევილია იგებდა))) ჩემპიონთა ლიგის ესპანური ფინალებიც არ დაგვავიწყდეს.. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 სეზონში 6 ჯერ ესპანელებმა მოიგეს და იტალიაო:)) მოსეს
berg
01 მარტი 2024 13:39
2
სერია A პრემიერ ლიგის მერე ყველაზე ძლერი ჩემოპიონატია შარშან ყველა ევროპული ტურნის ფინალში იტალიური გუნდები გავიდნენ.ეპენეთი მოკვდა ნუ ჯერჯერობით საკუთარი წარსულის აჩრდილია.საფრანგეთი 90ანების მერე ისედაც მკვდარია პესჟე ერთპიროვნული ლიდერი კონკურენტი არ ყავს. გერმანია ხო ვარსკვლავებით ადრეც არ პრწყინავდა ბაირნს ერთ ორ გუნდს თუარ ჩავთვლით.და მსოფლიოში ჩინეთისადა არაბეთის ჩემპიონატებს გულისხმობ თუ ამერიკის
მოსეხონელი
01 მარტი 2024 05:29
4
სულ რომ მილიონი გოლი გაიტანოს, სულ რომ მილიონი ადამიანი დამიპირისპირდეს, მაინც ვიტყვი, კმარა კვარა!!! (ვარდნა!)
სად წევიდა
29 თებერვალი 2024 21:57
71
კააა!
შენა
01 მარტი 2024 10:15
1
ვაი შენს პატრონს!!! (ვერ შევიკავე თავი)
საქართველო
29 თებერვალი 2024 22:56
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული