კალცონა მომდევნო სეზონშიც "ნაპოლიში"? - რას ამბობენ იტალიაში "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელის მომავალზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, იტალიაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ თუ "პარტენოპეიმ" კარგი სვლა გააგრძელა, შესაძლებელია მომდევნო სეზონშიც მწვრთნელი კვლავ კალცონა იყოს.

ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში განაცხადა:

"ყველამ კარგად დავინახეთ, რომ "ნაპოლიმ" კვლავ წინ სირბილი დაიწყო და შემტევ ფაზაში ბევრი ფეხბურთელი იყო მომენტის დასაგვირგვინებლად.

ეს იდეები უკვე წარსულში დატოვებული გვეგონა. იმედი მაქვს,
"პარტენოპეი" ან სვლას გააგრძელებს.

თუ "ნაპოლიმ" კარგი შედეგები აჩვენა, რატომ არ უნდა იყოს კალცონა მომდევნო სეზონშიც მთავარი მწვრთნელი?!

ზოგჯერ, დიდი სახელების მქონე ადამიანებს გუნდების დამოძღვრა კარგად არ გამოსდით", - თქვა დელ ჯენიომ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კალცონა კალცონააა! კუკარაჩა მეგრელია.
ჯვეეშია ჯვეეეშია სამ მანეთად გოჭს იყიდით.
კ ო მ ბ ლ ე
16:17 29-02-2024
25
როცა გუნდი არეულია და თამაშს ვერ ალაგებს,კრიზისიდან გამოსასვლელად პირველი ნაბიჯები,სტანდარტების და შეტევითი კომბინაციების დამუშავება უნდა გახდეს.გოლებს თავდაჯერება და გუნდური ატმოსფეროს გაუმჯობესება მოჰყვება.ნაპოლიმ პირველი ორი გოლი,სამი წუთის ინტერვალით.ერთი და იგივე კომბინაციით გაიტანა და რაკი დაძაბულობა მოეხსნათ,მათი გაჩერებას,ნაპოლიზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩენილმა სასუოლომ ვეღარ შესძლო.ხვიჩამ მართლაც კარგად ითამაშა,მაგრამ სულაც არ ვთვლი,რომ ეს,მისი საუკეთესო თამაში იყო.დრიბლინგებზე უკან მოუხედავად არ გარბოდა,ძალიან პრაგმატული იყო და ყოველი მომენტიდან,მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობდა.წარმატებითაც!
ჯერ კიდევ რუბინში თამაშისას,მისი ტალანტი ეჭვს არავისში იწვევდა,მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი,ძალიან დაბალი იყო.რატომ?იმიტომ რომ მთელი დაცვა მას დასდევდა და რიცხოვნობით თუ უხეშობით,თამაშის საშუალებას არ აძლევდა.კარის წინ,მას არ ჰყავდა ისეთი კაცი,რომელიც მის პასებს დაავირგვინებდა.მოიყვანეს ცენტრალური თავდამსხმელი,დესპოტოვიჩი და რუბინმაც გოლების გატანა დაიწყო.თამაშს აზრი მიეცა და გალამაზდა.მერე,ხვიჩას ფლანგზე,მცველი სამოშნიკოვი დაწინაურდა,რომელიც სწრაფიც იყო და ტექნიკურიც.ამ სამმა კაცმა,რუბინი ევრო თასების საგზურამდე მიიყვანა.დღეს ნაპოლიში ხვიჩას ოსიმენი ჰყავს და კი ვნახეთ,რა შეუძლიათ.ოსიმენი ამჟამად ხელფასით კმაყოფილია და ხასიათზეც ეტყობა.მისგან განსხვავებით,არ ვიცი,რამდენად გაიმეტებს თავს ხვიჩა,მისი მთავარი საზრუნავი ხომ საქართველოს ნაკრების თამაშისათვის ოპტიმალურ ფორმაში მისვლაა.ყოველ შემთხვევაში,სხვებზე ნაკლებს რომ არ გააკეთებს,ნაღდია.ნაპოლი თუ დაიქოქა,ჩემპიონთა ლიგა შორს არის,მაგრამ ევროპა ლიგაზე გასვლა,შეუძლებელი არ იქნება.იუვენტუსი,სასუოლო არ არის და მათთან თამაში,ბევრ კითხვას გასცემს,პასუხს.
სოსო
15:52 29-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული