"ნაპოლი" დაბრუნდა თუ კვლავ უღიმღამო გუნდი იქნება? - რას წერენ იტალიაში "პარტენოპეის" დამაჯერებელ გამარჯვებაზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

"პარტენოპეის" ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ იტალიურ პრესაში ბევრი რამ დაიწერა. მათ შორის გაჩნდა კითხვა - დაბრუნდა "ნაპოლი"?

ჟურნალისტი პაოლო ესპოზიტო ფიქრობს, რომ ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.

"როგორც ყოველთვის, ნეაპოლში დეპრესიიდან ეიფორიაში თვალის დახამხამებაში გადავდივართ.

ეს ყოველთვის იყო ამ ადგილის ყველაზე დიდი ნაკლი. ჩვენ დღეს საჩოგბურთო ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვისთან გვქონდა შეხვედრა.

"სასუოლომ" ბოლო 7 თამაშში 1 ქულა აიღო, რაც პირდაპირ გზას ნიშნავს სერია B-სკენ.

ასე რომ, დაელოდეთ კვირას "იუვენტუსთან" შეხვედრას და ვნახოთ, დაბრუნდა "ნაპოლი" თუ ისევ ის უღიმღამო გუნდი დარჩა", - თქვა ესპოზიტომ. 
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარლსონას არ ჰქონდა საშუალება წინასასეზონოდ მოემზადებინა გუნდი და შესაბამისად, მისთვის ეს საწყისი თამაშები ექსპერიმენტები იქნება.
ლაურენტისი აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არაა რეკომენდირებული - ,,გადასასვლელზე ცხენებს ცვლის".
კოლა
00:49 01-03-2024
0
შედეგი განაპირობა ორმა ფაქტორმა:1)სასუოლოს მძიმე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ.მათ ხომ ორიოდე დღის წინ ბოლო წამებზე გაშვებული გოლით უშუალო კონკურენტთან ექვსქულიანი დაპირისპირება დათმეს.2)ნაპოლიმ პირველად სეზონში მთელი თამაში ითამაშა მაღალი ინტენსივობით ,კარგი პრესინგით და მოძრაობით.რა თქმა უნდა ,რომ ხარვეზები იყო ,მაგრამ რაც მთავარია გუნდი ვნახეთ უკეთესად ამოძრავებული ,ვიდრე წინა თამაშებში და ამის დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა.მალე გამოჩნდება ,ეს შემთხვევითობა იყო თუ ტენდეციას ჩაეყარა საფუძველი.
არგუტი
23:35 29-02-2024
0

სიახლეები პოპულარული