"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ ამ გუნდების მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელმაც ივარაუდა, რომ "პარტენოპეი" ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა:
"იმედი მაქვს, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს. იმედია, "ბარსელონას" ბარიერსაც გადალახვს, მაგრამ თუ დამარცხდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მეტი შანსი მიეცემა. რატომ? ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა და მხოლოდ ერთ ტურნირზე იქნება კონცენტრირებული.
გუნდმა თავდაჯერება დაიბრუნა და ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ყველაფრის გაკეთება ძალუძს. რა თქმა უნდა, დაცვასაც უკეთ თამაში მართებს, თუმცა თუ შეტევა უფრო გამანადგურებელი იქნება, უკანა
ხაზს პრობლემები გარკვეულწილად მოეხსნება. მაგალითად, კვარაცხელიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორი გოლი გაიტანა, რაც "ნაპოლის" "იუვენტუსთან" მატჩის წინ სიმშვიდეს მოუპოვებს.
ოსიმენი გადამწყვეტი, ფუნდამეტური მნიშვნელობისაა. მომწონს ვიქტორი, როდესაც მოედანზე გადის, დამანგრეველია. არ ვიცი, კალცონა ლიდერია თუ არა, თუმცა გუნდი ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნა, რასაც მაცარიზე ვერ ვიტყვი. მგონია, მოვიდა კაცი, რომელიც ფეხბურთელებს იცნობს, სწორ არჩევანს აკეთებს. სამწუხაროდ, გასახდელში ლიდერი არაა. მთავარი გმირი არ ჰყავს. დი ლორენცო დიდი კაპიტანია, მაგრამ ძალიან წყნარია. გასულ სეზონში იქ სპალეტი იყო. ის თავის შეგირდებს მტაცებელ მგლებად გადააქცევდა.
ამდენი მწვრთნელის ცვლილებას არ ველოდი. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ, რადგან ფეხბურთელები სკუდეტოს მოპოვების ეიფორიიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ არ მეგონა, თუ საქმე ამდენად ცუდად იყო. შესაძლოა, მესამე მწვრთნელი უფრო წარმატებული გამოდგება.
ამდენი მწვრთნელის ცვლილებას არ ველოდი. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ, რადგან ფეხბურთელები სკუდეტოს მოპოვების ეიფორიიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ არ მეგონა, თუ საქმე ამდენად ცუდად იყო. შესაძლოა, მესამე მწვრთნელი უფრო წარმატებული გამოდგება.
კვირას დიდი მატჩია. "ნაპოლი" "იუვენტუს" სატურნირო ცხრილში ძალიან ჩამორჩება და ძველებურიად ძლიერი არაა. სიფრთხილე სჭირდებათ, რადგან მეტოქე მაგარი გუნდია. ჭადრაკივით თამაში იქნება, რთული და ლამაზი".