"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.

პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ვინმე დამეხმარეთ და ქართული იგავი მელია და ყურძენი უთარგმნეთ...მრწვთნელი დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს თუაქ ღირსება...
Sos
04 მარტი 2024 19:04
6
კომენტარებში რომ იგრძნობა ქართველი იუვეს ქომაგების ნეგატივი კვარას მიმართ ეგ მაკვირვებს. რეალს ვქომაგობ ბავშვობიდან, მაგრამ ნეტავ შეხვდებოდეს ლიგის რომელიმე ეტაპზე ეხლა კიდევ და გოლებს გაუტანდეს ხვიჩა, ბარსაში რომ გადავიდეს იგივენაირად ვუქომაგებ-არ გავკ... ყველა უცხოურ გუნდს ქართველი როცა თამაშობს და ამ დონეზე.
გულშემატკივარი
04 მარტი 2024 17:24
4
გვეყო გულუბრყვილობა. არანაირი იუვეს ქართველი გულშემატკივრების კომენტარები არ არის კომენტარები რომელსაც გულისხმობ. ხვიჩას წინააღმდეგ შავი პიარის აგორების დავალებას ასრულებენ (ისევე როგორც თოფურიას და დვალიშვილს აუგორეს მყისვე როგორც კი მათმა გამარჯვებებმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიეს). ეს ანტიქართული 'კამპანია' გარედან იმართება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობითაც.
გიორგი
04 მარტი 2024 17:52
15
აუ ალეგრი რაგამწარებულია :დ არაუშავს ალეგა ხან წააგებთ ხან წააგებთ ავა რაგეგონათ ხვიჩას რომ ეტაგებოდით
დავით
04 მარტი 2024 16:22
4
სივრცეები თუ რჩებოდა ეგ ნახევარდაცვის და დაცვის ბრალი იყო
David
04 მარტი 2024 15:40
3
ვითომ აკნინებს თავის ჭკუით შეცდომები კიარა ნახევარი გუნდი გაგიყვითლა და გოლი გაგიტანა მეტი რა ექნა
Soso
04 მარტი 2024 14:55
4
ალეგრი ბატონო კვარას კი არა თქვენ გაგიმართლათ, იმიტომ რომ მსაჯმა კვარაზე ერთი პენელტი და ერთი წითელი ბარათი "დაზოგა" - ჩვენც გვაქვს თვალები!!!
ვაჟა მასწ.
04 მარტი 2024 14:25
2
ალეგრიმ თავისი პოზიციიდან ასეც უნდა თქვას.
Რაგბის ფანი
04 მარტი 2024 14:03
5
ჰალანდმა რომ გუშინ ვერ გაიტანა 2 მეტრიდან,მაგაზე რას იტყოდა?
რობი
04 მარტი 2024 13:58
5
ერთ რამეში მართალია, ხაზებს შორის სივრცეები ნაპოლის მართლაც რჩებოდა. მაგრამ ეს უფრო გამოიწვია იმან, რომ ტრაორე მთლიანად არ არის მორგებული ნაპოლის თამაშზე და რამოდენიმე მნიშვნელოვანი უზუსტობაც ჰქონდა, უფრო დდი მნიშვნელობა იქონია ოლივეირას საკმაოდ სუსტმა თამაშმა. კვარას რაც შეეხება, ჩვეულებრივ აკეთებდა იმას, რა დავალებაც ჰქონდა და გააკეთა ბრწყინვალედ. ის მეთოდურად ადიოდა მაღალ პრესინგზე, იცავდა ხაზს, მოწინააამდეგეს ფლანგი და ფორვარდი გააყვითლა, დრიბლინგები საჭირო დროს და ზომიერად, მუდმივად ზეწოლას ახდენდა მოწინააღმდეგეზე. ასეთ ინტენსიურ თამაშში ამ დავალებებით ფეხბურთელს დაცვაზეც მოეთხოვოს.., ალეგრი დიდი ტრენერია მაგრამ ცოტა ნაწყენი კაცის ნათქვამს წააგავს, თუ ეს იგულისხმა და თარგმანმა არ შეცვალა აზრი. რაც შეეხება იუვეს მომენტებს, ასეთია ამ ნაპოლის ფეხბურთი, დაცვის სისუსტეები კომპენსირდება ბურთის ფლობით და დაკარგვისას ორგანიზებული პრესინგით მისი მოპოვებით. ამ ფეხბურთსაც აქვს გარკვეული რისკები და ხარვეზები, განსაკუთრებით დიდ გუნდებთან (შარშანდელი მილანი), მაგრამ მიუხედავად შედეგისა ეს სწორედ ის ფეხბურთია, რისთვისაც ფანების უმეტესობას სიგიჟემდე შეუყვარდა ეს დიდებული სპორტი.
ამატაკი
04 მარტი 2024 13:46
2
ხვიჩამ პირველი ტაიმი ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე.მეორეში ცოტა ინერტული იყო ,ალბათ პირველში ბევრი ენერგიის დახარჯვის გამო.მის უკან მოთამაშე ტრაორე მეტად სუსტად გამოიყურებოდა როგორც ტაქტიკური ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.იმის ნაცვლად, რომ ხვიჩას მიხმარებოდა,მის მხარეს ბევრი ემუშავა ,ის ხშირად ტოვებდა ხვიჩას უკან სივრცეებს და ცენტრში ,ზოგჯერ კი მარჯვენა ფრთაზე გვევლინებოდა ,სადაც ისედაც საკმაო სიმჭიდროვე იყო.ეს როგორც ეტყობა ალეგრიმ კარგად შეისწავლა და გათვალა და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა.ხვიჩას კი ვინმემ უნდა უთხრას,რომ დაცვითი ფუნქციის შესრულების დროს საქმე შუაში არ უნდა მიატოვოს,ვიზავის უნდა ეთამაშოს ბოლომდე,წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორები ღალატდებიან და დაზღვევას და დაბლოკვას ვეღარ ასწრებენ.კიეზამ როდესაც ბურთი მიიღო მის წინ ხვიჩა იდგა ,კიეზამ პასი გააკეთა პარტნიორზე და თვითონ კი წინ გაიქცა და გაიხსნა,მიიღო საპასუხო პასი და გოლიც გაიტანა.ხვიჩა კი არ გაყვა, ხელი არ შეუშალა,---იდგა და უყურებდა.ხვიჩამ მკვიდრად უნდა გაითავისოს---- ,თუ თამაშობ ბოლემდე უნდა ითამაშო.რაც შეეხება თამაშს,კალცონას ხელში ნაპოლის უკეთესობა ეტყობა,მაგრამ ბევრი სამუშოა კიდევ შესასრულებელი.განსაკუთრებით უჭირთ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრშეტევების დროს ,ვერ ასწრებენ ,იბნევიან და მეტოქეს აძლევენ საშუალებას ხელსაყრელი პოზიციებიდან შეასრულონ დარტყმები.
არგუტი
04 მარტი 2024 13:45
1
შენი და შენ ზემოთ რომ არის,ამატაკის პოსტები რომ გავაერთიანოთ,სრულყოფილი ანალიზი გამოვა.მხოლოდ ერთს დავამატებ.ტრაორეს საკმაოდ ცოტა აქვას ნათამაშები,მისი თამაში რომ შეესწავლა.თვითონაც პირდაპირ თქვა ალეგრიმ,ხვიჩას თამაში შევისწავლეთ და ამაზე ავაგეთო გეგმა.სხვა დროსაც ხშირად გვახსოვს,როცა ხვიჩა ბოლომდე არ ჩადიოდა დაცვაში,ჰოდა გამოდის,ამაზე სპეციალურად მუშაობენ თურმე მწვრთნელები.ეს ხვიჩამაც გაიგო და ამის შემდეგ აქედან თუ საფრთხე წამოვიდა,უკვე პირადად მას დაბრალდება.შესაბამისად კვარასაც უფრო აქტიურად და ბოლომდე მოუწევს,დაცვის დახმარება.
სოსო
04 მარტი 2024 22:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული