"კვარას" აღარ უწევს ბურთის კარიდან 35 მეტრში მიღება" - ვეტერანმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" თამაშის გამოსწორების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა Ottochannel-თან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეცვალა ნეაპოლურ გუნდში მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და რის ხარჯზე გამოასწორეს თამაში:

"ნაპოლი" ახლა დაცვიდან პირდაპირ შეტევაში გადასვლით რისკავს. ადრე მსგავსი რამ შესამჩნევი არ იყო. უბრალოდ, თავდამსხმელებს წინ გრძელ გადაცემებს უკეთებდნენ. ეს ნორმალურია, როდესაც დაცვიდან თამაშით შეიძლება შეცდომა დაუშვა.

კალცონას ხელმძღვანელობისას ვხედავთ იმას, რაც არ გვინახავს მაცარის პერიოდში. "კვარა" ისევ დაბრუნდა, აღარ უწევს ბურთის კარიდან 35 მეტრში მიღება და რაღაცის შესაქმნელად 5 მეტოქის მოტყუება. ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
დეტალებში ვერავის გავყვები, მაგრამ კალცონა წინა ორზე უკეთესად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში...განსაკუთრებით მომწონს, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, კოლექტიური ართმევის სქემა, გუნდს პროგრესის მომენტუმი აქვს და კვარაც უკეთესია... ბარსელონას თუ მოუგებენ, ძაან მაგარი იქნება...
გიორგი-50
10:31 06-03-2024
1
რა კალცონა ან, რი კალცონა იუვეს რო მომენტები არ გაეფლანგა შანსი არ ქონდა ნაპოლის,არ ვიცი ღმერთმა ხეირი მოგცეთ,მაგრამ ამას იმიტომ ვწერ რომ წინ ბარსელონაა და თუ ასე გააგრძელებს ნაპოლის დაცვა კამპ ნოუზე შეიძლება ხოკეის ნახვა მოგვიწიოს
მოურინიო
17:11 06-03-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული