მატჩის დღე! კვარაცხელია VS საზონოვი და სხვა ქართველების მატჩების ანონსი

AutoSharing Option
"ნაპოლის", ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვანელობით, დიდების დაბრუნების რწმენა და "ბარსელონასთან" შეხვედრამდე პოზიტიური იმპულსის მიღების იმედი აქვს. ნეაპოლელები დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საბა საზონოვის "ტორინოს" უმასპინძლებენ.

ეს შეხვედრა 28-ე ტურს გახსნის და სანამ მეოთხეადგილოსანი "ბოლონია" "ინტერს" უმასპინძლებს, კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს მოტას გუნდთან 5 ქულამდე მიახლოება შეუძლიათ.

უნდა ვაღიაროთ, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის მოსვლის შემდეგ სკუდეტოს მოქმედ მფლობელებში ვითარება დასტაბილურდა. კვარაცხელია და ოსიმენი მშვენიერ ფორმაში არიან და თუკი გუნდს არ შეიცვლიან, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

Sportall.Ge

ნეაპოლელებს შურისძიება
სჭირდებათ, წლის დასაწყისში ისინი "ტორინოსთან" მწარედ (0:3) დამარცხდნენ, მცველ მაცოკის კი საშინელი დებიუტი გამოუვიდა. ტურინული კლუბი მაშინ ფორმაში იყო, ახლა კი გამარჯვებას იშვიათად ახერხებს. სამწუხაროდ, საბა საზონოვს დრო თითქმის არ ეძლევა. თუკი ქართველი მცველის გუნდს უკანა ხაზში არ უჭირს, მხოლოდ სამ გუნდს აქვს მათზე ნაკლები გატანილი - პრობლემა ამოხსნილია.

კალცონას "ბარსელონას" წინ როტაციის ნაკლები საშუალება აქვს, რაჰმანი, კაიუსტე და ნგონჟე ტრავმირებულები არიან. ნათანს ან ოსტიგორს სასტარტოში ველით; ზემოხსენებულის მიუხედავად, მაცოკი მარცხენა მცველად უნდა ვიხილოთ. რუის, ალბათ, "ბარსელონასთან" ვნახავთ. წინა შეხვედრაში ოლივერა თამაშობდა, ასე რომ, "კვარას" ფლანგზე პარტნიორები მუდმივად იცვლებიან.

ტრაორე ქართველს კარგად რომ უგებს, ეს თავიდანვე დავწერეთ. ამის მიუხედავად, ახლა სასტარტოში ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არმყოფ ზელინსკის ველით.

Sportall.Ge

ჩვენ პირველი წრის მატჩი ვახსენეთ, გასულ სეზონში კი კვარაცხელიამ "ტორინოს" ორჯერ (ერთხელ პენალტით) გაუტანა, ნდომბელეს კი შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა. ქართველის მიმდინარე მონაგარი 9 შედეგიანი დარტყმა და 4 საგოლე პასია (წინა სეზონში 12/10 ჰქონდა).

სანაკრებო მატჩები მოახლოვდა. ჩვენ მაქსიმალურად ბევრი ქართველი ლეგიონერის მატჩის ანონსს შემოგთავაზებთ:

9.03. 17:00 სთ ვალენსია (მამარდაშვილი) - ხეტაფე;

10.03. 18:00 მეცი (მიქაუტაძე) - კლერმონი;

9.03. 19:00 უოტფორდი (ჩაკვეტაძე) - ქოვენთრი;

9.03. 22:00 ბორდო (დავითაშვილი) - ქევილი რუენი

9.03. 16:00 ჰოლშტეინი - კარლსრუე (ზივზივაძე)

9.03. 19:15 კრემონეზე (ლოჩოშვილი) - კომო

10.03 04:30 ატლანტა (ლობჟანიძე) - ნიუ ინგლენდი

8.03. 21:00 შახტარი (გოჩოლეიშვილი/აზაროვი) - კოლოსი

8.03. 20:30 რუზემბეროკი - სლოვანი (კაშია/კანკავა)

altკვარაცხელია ნეაპოლს არავის აჩაგვრინებს - სიდიადე პრინციპულ მეტოქესთან და ის, რაც ყველას გამორჩა...

altჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
კიტეიშვილმა (შტურმი) რა დაგიშავათ რომ დააიგნორეთ?!
კიტე?
16:47 07-03-2024
5
გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ნაპოლის! ინტერი, იუვე, მილანი პირველ, მეორე და მესამე ადგილს გაიყოფენ! მეთხე დაგილისთვის კიდევ ბოლონია, ატალანტა, ლაციო, ფიორენტინა არაფერს დაუთმობენ ნაპოლის! მე მგონი ბოლონია გავა მეოთხე ადგილზე! რეალურად ნაპოლი კომფერენსლიგაზე, თუ მოხვდება!
მწვრთნელი
11:58 07-03-2024
6

სიახლეები პოპულარული