"ითამაშებს თუ არა საზონოვი "ნაპოლისთან"? - ტურინული გამოცემის მოსაზრება

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, სერია A-ს 28-ე ტურში, "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს. წამყვანი იტალიური გამოცემები "პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.

რაც შეეხება "ტორინოს" ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს, Toro.it-ი აღნიშნავს, რომ საზონოვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, რადგან გუნდს ალესანდრო ბუონჯორნო დაუბრუნდა. გამოცემამ ყურადღება ქართველი მცველის "სალერნიტანასთან" და "რომასთან" დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა, თუმცა ეს ყველაფერი საბას გამოუცდელობით ახსნა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფაქტია რომ საზონოვმა ვერ გაქაჩა ტორინოში. მხედველობაში მაქვს ძირითადში დამკვიდრება
დავით 67
08 მარტი 2024 19:22
6
კაი რა ყველამ ვნაეთ რა უქნა გუშინ დიბალამ და ლუკაკუმ ბრაიტონის პრემიერლიგის გამობრძმედილ მცველებს, საბამ მშვენივრად ეთამაშა მაგათ ერთადერთი შეცდომა დაუშვა დიბალასთან თამაშში.
გუსანის
08 მარტი 2024 15:22
2
საბას ბევრი რამე აქვს სასწავლი, მთავარი უნარები არ აქვს, ისევე როგორც ჩვენს სხვა ფეხბურთელებს სამწუხაროდ. მომენტებში ,,ეძინებათ"'....-, ეს არის სტაბილურობა, ბურთის მოძრაობის, ტრაექტორიის განჭვრეტა , სისხარტე და დასწრებაზე თამაში, ზუსტი მოზომილი პასის კულტურა...
გუსანი
08 მარტი 2024 15:12
6
ნაპოლის რა სულ გვიან იმართება
გიორგი
08 მარტი 2024 13:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული