"ითამაშებს თუ არა საზონოვი "ნაპოლისთან"? - ტურინული გამოცემის მოსაზრება

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, სერია A-ს 28-ე ტურში, "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს. წამყვანი იტალიური გამოცემები "პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.

რაც შეეხება "ტორინოს" ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს, Toro.it-ი აღნიშნავს, რომ საზონოვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, რადგან გუნდს ალესანდრო ბუონჯორნო დაუბრუნდა. გამოცემამ ყურადღება ქართველი მცველის "სალერნიტანასთან" და "რომასთან" დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა, თუმცა ეს ყველაფერი საბას გამოუცდელობით ახსნა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფაქტია რომ საზონოვმა ვერ გაქაჩა ტორინოში. მხედველობაში მაქვს ძირითადში დამკვიდრება
დავით 67
19:22 08-03-2024
6
კაი რა ყველამ ვნაეთ რა უქნა გუშინ დიბალამ და ლუკაკუმ ბრაიტონის პრემიერლიგის გამობრძმედილ მცველებს, საბამ მშვენივრად ეთამაშა მაგათ ერთადერთი შეცდომა დაუშვა დიბალასთან თამაშში.
გუსანის
15:22 08-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული