იურიჩის ასისტენტი: საზონოვი მოედანზე კვარაცხელიას გამო შევიყვანე

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლიმ" "ტორინოს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და კომენტარი საბა საზონოვზეც გააკეთა.

"ბედნიერები ვართ, რომ არ დავმარცხდით, ჩემმა ფეხბურთელებმა ერთიანობა გამოავლინეს და გაშვებული გოლის შემდეგ უკან არ დავიხიეთ.

საზონოვი? საბა ძალიან ბევრს მუშაობს, მოედანზე შევიყვანეთ, რადგან კვარაცხელიას კარგად იცნობს და "ნაპოლის" ფეხბურთელის შეჩერება ამ გზით ვცადეთ", - განაცხადა პარომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზეა. "ტორინო" კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

alt

კვარაცხელიას გამო შევიყვანე" />კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა

altხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა თქმა უნდა საბას გამო გადმოვიდა მარჯვნივ ხვიჩა, ყოჩაღ, კვარა ნამდვილი ქართველია. ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო, მიუხედავად ფრისა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
13:39 09-03-2024
5
მაგარი "შებერტყილი" ყოფილა. იგრძნობოდა და ჩანდა, რომ კვარა საბას არ გააფარჩაკებდა ისე ეთამაშებოდა!
ვაჟა მასწავლებელი
13:34 09-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული