მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომლის დიდი დამსახურებაცაა, რომ "ღამურებმა" 3 ქულა მოიპოვეს.
შეხვედრის შემდეგ ეს ამბავი "ხეტაფეს" ამჟამინდელმა და "ვალენსიას" ყოფილმა თავკაცმა ხოსე ბორდალასმაც გამოყო.
მან აღნიშნა, რომ მის შეგირდებს გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ რიგ შემთხვევებში უიღბლობა და რიგ მომენტებში მამარდაშვილის ბრალია, რომ მადრიდში ქულით ვერ ბრუნდებიან.
მისივე თქმით, სიამაყეს, კმაყოფილებას, განიცდის, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს გიორგი მამარდაშვილს, უგო დუროსა და ხავი გერას ამ დონეზე
სწორედ ბორდალასია ის პიროვნება, რომელმაც ამ სამ ფეხბურთელს "ვალენსიაში" შანსი მისცა.
მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა - "ვალენსია" ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]