ბორდალასს მამარდაშვილთან დაკავშირებით პირადი კმაყოფილება აქვს და ამბობს, რომ ერთ-ერთია, ვინც ქულა "მოპარა"

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე უგო დუროს გოლით "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომლის დიდი დამსახურებაცაა, რომ "ღამურებმა" 3 ქულა მოიპოვეს.

შეხვედრის შემდეგ ეს ამბავი "ხეტაფეს" ამჟამინდელმა და "ვალენსიას" ყოფილმა თავკაცმა ხოსე ბორდალასმაც გამოყო.

მან აღნიშნა, რომ მის შეგირდებს გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ რიგ შემთხვევებში უიღბლობა და რიგ მომენტებში მამარდაშვილის ბრალია, რომ მადრიდში ქულით ვერ ბრუნდებიან.

მისივე თქმით, სიამაყეს, კმაყოფილებას, განიცდის, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს გიორგი მამარდაშვილს, უგო დუროსა და ხავი გერას ამ დონეზე
ხედავს.

სწორედ ბორდალასია ის პიროვნება, რომელმაც ამ სამ ფეხბურთელს "ვალენსიაში" შანსი მისცა.

altმამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა - "ვალენსია" ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლაც რომ ბორდალასს დიდი წვლილი მიუძღვის მამარდას განვითარებაში! სხვათაშორის ის ახლა 60 წლისაა და გამოიყურაბა როგორც 40 წლის კაცი :)
რობი
11:37 10-03-2024
1
მართალია გიორგი მთელი ცხოვრება უნდა იყოს ამ კაცის მადლიერი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული