"უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "კოვენტრისთან" მატჩისას ტრავმა მიიღო და შეცვალეს. Geo Team-ის ცნობით, ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში დაეხმარება:
"გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს 4-5 დღეში განაახლებს. ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ მძიმე შედეგები არ აჩვენა. ჩაკვე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს".
ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელი გადააყენეს - "უოტფორდს" ახალი თავკაცი ჰყავს