ქვილითაიას გოლმა "აპოელი" "არისთან" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელი" გასვლაზე "არისთან" 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, გიორგი ქვილითაიამ კი 63-ე წუთზე გოლი გაიტანა და მე-80 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25 მატჩში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 41-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "აპოელის" ნახევარმცველი რადოსლავ პეტროვიჩი.

"აპოელი" 63 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 3 ქულით უსწრებს და 16 მარტს "ომონიას" უმასპინძლებს.

ლიმასოლი. "ალფამეგა"
არისი - აპოელი 2:1
გოლები: 1:0 გომისი (23), 2:0 მაიამბელა (32), 2:1 ქვილითაია (63)
გაძევება: პეტროვიჩი (41, აპოელი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული