"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
3 კვირაა ბარსას მოათრევს კვარა და მაინც ოსიმენზე ააგო თამაში მწვრთნელმა და კვარა ჰაუტის ხაზს მიაჯაჭვა. მაგარი ბანდაა ეს ნაპოლი. ან ანგისა რა ფეხბურთელია, ან ეს ოლივეირა სად იპოვეს, ან ის ლინდსტრიომი კიდევ. დანარჩენებიც საშუალო დონეა, ჰა და ჰა. ერთადერთი ვარსკვლავი ამ გუნდში კვარაცხელიაა. მეორე დროგბა უნდა გავხდეო ოსიმენმა, მაგრამ იმ დიდებული თავდამსხმელისა ამას არაფერი სცხია. ერთი თავისი დონის ფეხბურთელი რომ ჰყავდეს კვარას, რაღაცას ააწყობდა მასთან ტანდემში, მაგრამ ამათთან რა უნდა ააწყონ, სანამ პასს მისცემდნენ, მცველებმაც, კომენტატორებმაც და შემთხვევითმა ტელემაყურებლებმაც კი იციან, რომ კვარას მისამართით კეთდება გადაცემა, თვითონ რომ აკეთებს ისეთ მოულოდნელ, დროულ, გამოზომილ და მახვილგონივრულ პასებს აქეთ ვერავინ უკეთებს. ამიტომ მგონია, რომ უნდა წავიდეს პირველივე შანსის შემთხვევაში. უკეთეს გუნდში უკეთ გამოჩნდება და შესაბამისადაც დაფასდება მისი ტალანტი.
ქომაგი
02:09 13-03-2024
9
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.რომ არა მერეტი,ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა!ჯერ ბარსას პირზე რძეშეუმშრალმა ლაწირაკებმა დაარბიეს ნაპოლის დაცვის სპილოები.მერე კი ,უკვე ბარსას ვეტერანებმაც გამოიღეს ხელი და საჯარიმოში დახატული კომბინაციიდან გატანილი მესამე გოლისთ გაგვახსენებს.ძველი ბარსელონა.ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დი ლორენცოს ასე სუსტი თამაში,თორემ დაცვის ცენტრისაგან ყოველთვის რაღაცა უბედურებას ველი და არც ახლა გამიცრუეს ცუდის მოლოდინი.დი ლორენცო,რასაც ჰქვია "გაგვიდირკეს",ოსიმენს კი,მშვენივრად უკეთებდნენ ხელოვნურ თამაშფარეს და ამაში,ოსიმენზე მეტად,პასის მიმცემი ნახევარმცველები იყვნენ დამნაშავეები.აშკარა იყო,რომ ბარსას ნახევარდაცვას მეტი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს,ვიდრე ნაპოლის ცენტრს და ეს,ამდენი ტრავმის მიუხედავად.ხვიჩამ თავისი მომენტები მაინც შექმნა,თუმცა სამწუხაროდ თანაგუნდელებმა გაანიავეს შანსები და ვერც თვითონ შესძლო,საკუთარი კარგი შანსების გამოყენება.მაინც ისე გამოვიდა,რომ ბარსელონამ შესძლო,კვარა -ოსიმენის დუეტის გათითოკაცება.ბარსელონა გაძლიერდება,ნაპოლისთვის კი,ეს მაქსიმუმი იყო.ასე რომ მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო და სჯობს საქართველოს ნაკრებზე გადმოვერთოთ.დე ლაურენტისის გულისთვის ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.ტიპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლის შანსი და ამით სულ ცოტა 100 მილიონის შოვნის შანსი დაკარგა და და იმედია კიდევ მეტს დაკარგავს.ხვიჩამ,ნეტავ როგორმე გამოაღწიოს.
სოსო
03:33 13-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული