კალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია.

ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იმავეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მიმოფანტული იყვნენ, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა და სასწრაფოდ გამოსწორება გვჭირდება. ოსიმენი ხშირად რჩებოდა თამაშგარეში, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის.

სერია A დაგვრჩა. ბევრი რთული მატჩი გველის. ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას უნდა ვეცადო. ისინი მონდომებულები არიან, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით".


მკითხველის კომენტარები / 22 /
ორივე გუნდი საკმაოდ სუსტია დაცვაში,რომელიმეს ცენტრის გადაკვეთა და მომენტი იქმნებოდა. ისეთი თამაში იყო,ნაპოლი რო გასულიყო,სამართლიანი იქნებოდა და პირიქით,ბარსა სამართლიანად გავიდა. თუმცა ერთი მომენტი იყო,სადაც ბარსას მცველი ფეხს აბიჯებს ოსიმენს დ 100% პენალტი იყო,ეს მე დავინახე საქართველოში და 5 მეტრში მსაჯმა ვერ/არ დაინახა. ასეა რა,დასხდნენ ოფისში ფულიანი ბიძიები და გადაწყვიტეს,ბარსა უნდა გავიდეს და პაწა წევეხმაროთ,ასე იყო ლივერპული სიტიზეც,ფრე უნდა დაჯდეს და კუში მოიხსნას,რავი სხვა ახსნა არ აქვს ამას.4 მსაჯი მოედანზე,2 ვარის ოთახში და 100 კამერა,როგორ შეიძლება ვერ დაინახო ფეხის დაბიჯების მომენტი ან დოკუს კარატეს ილეთი? სუპერლიგა სპობს ფეხბურთსო და ესეთი ფაქტები აცოცხლებს? ან შემოთავაზებული ახალი ფორმატი კარგია? კომპიუტერი გამიგია,თუმცა სუპერ კომპიუტერი არა,გუნდი 8 თამაშს ატარებს და კომპიუტერი ურჩევს მეტოქეს,თან ერთზე მეტ თამაშს ვერ ითამაშბენ ერთმანეთში. ერთ გუნდს რო 8 გრანდი შეხვდეს და მეორეს 8 შედარებით სუსტი,ეს სამართლიანია ვითომ? ან ფეხბურთის ხარისხის გაზრდა თამაშების გაზრდით რანაირად ხდება? ისედაც 2-3 დღეში თამაშობენ და კიდევ თამაშებს უმატებენ,ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და არა სუპერ კომპიუტერები. ყველგან კორუფცია მსოფლიოში,ფეხბურთშიც მათ შორის და ეს ხალხი მაინც ვერაფერს ხვდება ან კიდიათ. მსოფლიო შეიშალა და თან ეს ყველაფერი ხალხის მოთხოვნით ხდება.
იასონას უდარი
08:16 13-03-2024
1
ამ ბარსას, რომელსაც სელტა, ალმერია და გრანადა 2-3 ბურთს უტანს კამპ ნოუზე და იტალიის მოქმედი ჩემპიონი ასე უშანსოდ აგებს, მანდ უკვე უნდა დამთავრდეს ნაპოლის როგორც თუნდაც საშუალო დონის გუნდზე საუბარი.ვინმეს კიდევ ჰგონია რომ ნაპოლიში თამაშით შეიძლება ფეხბურთელი განვითარდეს? გუნდში არც ერთი ფეხბურთელი არ არის საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის რომ იყოს, 16 წლის ბავშვმა ათრია ნაპოლის მთელი ნახევარდაცვა და დაცვა.
მამუკა
04:34 13-03-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული