"აურელიო, დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორო!" - "ტელელომბარდიის" დირექტორი დე ლაურენტისს აფრთხილებს

AutoSharing Option
"ტელელომბარდიის" დირექტორმა ფაბიო რავეცანიმ "ინტერისა და "ნაპოლის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს ყველანაირი პირობა უნდა შეუსრულოს და გუნდში დიდი ხნით დატოვოს.

"დარჩება თუ არა კვარაცხელია? აურელიო, დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორო, დიდი ფეხბურთელები დააფასე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დე ლაურენტისი სკუდეტოს მოგების შემდეგ კვლავ ეიფორიაშია, საიდანაც გამოსვლას დღემდე ვერ ახერხებს", - განაცხადა რავეცანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" დაპირისპირება 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

-15MAR/7xmxyz443508.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title=""აურელიო, დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორო!" - "ტელელომბარდიის" დირექტორი დე ლაურენტისს აფრთხილებს" />ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი - დე ლაურენტისმა "კვარას" ახალი კონტრაქტი შესთავაზა
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარა არის ბრილიანტი,ნაპოლიში დააფასებენ თუ არა,ეს ასე იქნება. რაც ამ ბიჭმა გააკეთა არის სასწაულის ტოლფასი. იმედია,რომ ყველაფერი კარგად ექნება და ქართველი ბავშვები მას მიბაძავენ.
იასონას უდარი
14:58 16-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული