მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" "რეიმსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 26-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „რეიმსთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მიქაუტაძის გარჯა sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, flashscore-მა 6.2 ქულით, whoscored-მა კი 6.1-ით.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 30 მარტს „მონაკოს“ უმასპინძლებს.

რეიმსი. „ოგიუსტ დელონი“
რეიმსი - მეცი 2:1
გოლები: 1:0 დიაკიტე (3), 1:1 ატა (14), 2:1 იტო (79)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული