როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90+1 წუთი გაატარა.

"ნაპოლის" შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.4 ქულა, Sofascore 7.0 ქულა, Whoscored 6.9 ქულა.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. "ნაპოლი" მომდევნო ტურის შეხვედრას 30 მარტს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენსა თუ უცხოელ გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ნაწილს ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ კვარას თითქოსდა უჭირს დიდ გუნდებთან თამაში. ამ თემის ასე დაყენებას, ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ელფერი დასდევს. სპალეტის ნაანდერძევი ნაპოლი, იდეალში უნდა ხასიათდებოდეს უაღრესი ინტენსივობით პირველ რიგში, ისევე როგორც დომინანტური ბურთის ფლობით, ბურთის ზონაში რიცხობრივი უპირატესობის ორგანიზებით, მკაცრი ბალანსითა და ხაზებს შორის სინქრონული ურთიერთქმედებით. ამ ჩარჩო-ხერხემლის მორღვევას სპალეტი არ პატიობდა არავის, ლიდერებსაც კი. შესაბამისად, თავიდან ხვიჩას მიმართაც გამოთქვამდა ტაქტიკური ხასიათის პრეტენზიებს, იმ მომენტისათვის მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის დემონსტრირებისა და წარმატებული პროდუქტიულობის მიუხედავად.რასაც მავანი სპალეტის უმადურობასაც მიაწერდა. რეალურად სხვაგვარად ეს მანქანა არ მუშაობს, რისი მომსწრენიც გავხდით ამ სეზონში. პატარა გუნდებს უჭირთ ასეთ ფეხბურთზე ფეხის აყოლა, მათთან დასაშვებია თავს ცოტა იმპოვიზაციის უფლება მისცე, მათგან უსწრაფესი კონტრშეტევების მიღების შანსებიც დაბალია, როგორც ამას დიდები მოახერხებენ. დიდ და განსწავლულ გუნდებთან დრიბლინგები და მეტიც, თამაშის თავზე აღება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მათი დაცვითი სისტემების ინდივიდუალური მოქმედებებით გარღვევის მცდელობები ფეხბურთის წარსულია. აი მაგალითი: როცა მანჩესტერში ახალგადასულმა ენტონიმ თამაშიდან ამოვარდნილი "წარმატებული" დრიბლინგები დაიწყო, ეგრევე ჯამბაზად მონათლეს. ხვიჩას ტალანტი უპირველეს ყოვლისა იმაში ვლინდება, რომ ზედმიწევნით კითხულობს თამაშს და თან როგორ - გამოთქმით, მხატვრულად! შედეგად ძერწავს ისე, რამდენადაც მაქსიმალურად შესაძლებელია ნაპოლისნაირ გუნდთან ერთად. გასაგებია, რომ შოუ გვინდა ბევრი და ეხლა, მაშინ ვუსურვოთ ხვიჩას დიდ გუნდში გადასვლა,თანაც რაც შეიძლება მალე, აი როდის აღარ მოგვაკლდება ხშირ-ხშირად კვარაშოუ ფენომენის შესრულებით!
ამატაკი
05:14 18-03-2024
11
ხვიჩა ცოდვაა ამ გუნდში
ჯუჯი
09:33 18-03-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული