ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
კვარას გამოისობით თამაბარი თამაში იქნება, რადგან საბერძნეთი დაახლოებით შოტლანდიაზე ოდნავ სუსტი გუნდია, თუმცა უკვაროდ ბევრად სუსტი მაკრები გვყავს! ბევრი ცვლილებაა საჭირო გუნდში!
ლაშა
22 მარტი 2024 09:21
3
უხერხული მეტოქეა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მინდა ძალამ (საბერძნეთი) აღმართი მოხნას, რომელი გუნდიც გაცილებით თანაბრადდაკომპლექტებულია, ვიდრე ჩვენი!
ლაშა
22 მარტი 2024 08:05
0
მსაჯმა საბერძნეთს პენალი "აჩუქა" !
დანარჩენი სუფთა ფსიქოლოგია იყო...
ამიტომ, ძალიან ბევრს გადაწყვეტს "პირველი გოლი" და კარგი/სწორი გულშემატკივრობა !
საქართველოს გაუმარჯოს !
არა და
22 მარტი 2024 14:46
0
მივმართავ ფედერაციას იდეით გააკონტროლონ ბილეთების გაყიდვის ამბავი,,მაგალითად ვისაც გაუმართლა და ლუქსებთან ბილეთი შეხვდა იმათ აღარ მიყიდონ ბილეთი და ახლა სხვებსაც მოგვეცით საშუალება სტადიონზე წასვლის,,სულ ერთიდაიგივე ხალხი რატო უნდა დადიოდეს სტადიონზე მხოლოდ იმიტო რო სხვაზე მეტად გაუმართლა ან სხვაზე მეტად იცის ინტერნეტით ბილეთის ყიდვა,,მოგვეცით საშუალება მივიდეთ სტადიონზე და წვიმაში თუ ქარში ვიჯდეთ (ვიდგეთ) ჩვენს კუთვნილ ადგილებზე და არ დავცალოთ ნახევარი სტადიონი წვიმის გამო თავშესაფრის ძიებაში,,რას გავდა ეს ნახევარი სტადიონი გავიდა და იარუსებზე იდგა უკნიდან,თუ წვიმის გეშინიათ იჯექით სახში სხვას რაღატო ართმევთ შანსს წვიმის და ქარის მიუხედავად იჯდეს და უგულშემატკივროს ნაკრებს?? თავპირს ამტვრევთ ერთმანეთს და მერე წვიმის წინწკლებს ემალებიით?
gel-100
22 მარტი 2024 12:19
13
ყველგან ეგრეა, ბავშვების მიყვანა მინდოდა დელფინარიუმში, ბილეთები არააო. ტიპები დგანან ქუჩაში, ოთხმაგ ფასად ყიდიან ბილეთებს არაბებზე, კიდიათ ყველა და ყველაფერი და ამაზე არავის რეაქცია არ აქვს
ლუკა
22 მარტი 2024 12:46
1
ყველა ქართველს რომ სული და გულით გვინდა ამ ნაკრების წარმატება ფაქტია..და ასევე ყველას აწვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება.ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთს..კომენტარებში მითუფრო..ვიტყვი ერთს..ბერძნებს არასოდეს ყოლიათ ვარსკვლავური გუნდი..თუმცა შეკრული გუნდით და სულისკვეთებით მოიგეა ევროპა..თუმცა ჩვენ უკვე გვყავს ისეთი ბიჭები.რომ მათაც აქვს საფიქრალი..მთავარია ჩვენი კოზირი გამოვიყენოთ..პლუს სახლში ვთამაშობთ..ერთადერთი დაცვა არის პრობლემა სა ეს ჩემზე უკეთ თქვენც იცით.მაგრამ სამაგიეროდ კვარა დაგვიბრუნდა..26 მარტს...თუ კი არადა მჯერა ყველა ქართვლის გული გაიხარებს..გამარჯვებით ევლოს ნაკრებს და ყველა ქართველს გვფარავდეს წმინდა გიორგი.✊
კიეზა
22 მარტი 2024 17:51
0
მართლაც მძიმე თამაში გველის ფინალში საბერძნეთთან, მთელი გუნდი, ქართული ფეხბურთის ქომაგები უნდა კონსოლიდირდეს ისე როგორც არასდროს, საფეხბურთო მოედანზე უნდა დაინთოს გამარჯვების კოცონი, არავინმა არ უნდა დაზოგოს თავი, განსაკუთრებით კი მთელი სიმძიმე თავის თავზე უნდა აიღონ ნაკრების ლიდერებმა - ხვიჩამ, ჩაკვეტაძემ, ბუდუმ, ჟორჟმა, მამარდამ და ზურიკომ.

გამარჯვება საქართველოს!
07 - 01
22 მარტი 2024 11:56
1
დაცვაში კალათბურთის დაცვის პრინციპით უნდა ვითამაშოთ. აუყვანელი თავდამსხმელი არ უნდა დაგვრჩეს, როგორც ლუქსემბურგთან დაგვემართა და მოწინააღმდეგეს თავდამსხმელი (მის წინ მდგომი 4 მცველის ხელში) უყურადღებოდ დაგვრჩა. ნეტა რით იმართლეს მცველებმა თავი? ეს ხომ არ იყო უცაბედი კონტრიერიშის შემთხვევა, რომ ჩასვლა ვერ მოესწროთ. იქ იყვნენ და ცვენსავით თამაშს უცქერდნენ.
ამო
22 მარტი 2024 15:53
0
კვარას სრული თავისუფლება უნდა ქონდეს, კანკავა ძირითადში უნდა იყოს, უკან პასი უნდა შევწყვიტოთ, წინ გვაქვს საქმე მხოლოდ, ერთი ამოსუნთქვით უნდა ვიასპარეზოდ და გამარჯვებაც მოვა
ქართველი
22 მარტი 2024 12:07
1
კანკავას ყველა საფეხბურთო კონდიციები დაკარგული აქვს! არანაირად ძირითადში!
KOSTAKURTA
22 მარტი 2024 12:40
2
სიმართელეა ისაა რომ ძალიან ძლიერი ნაკრებია, განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე თამაშობენ შესანიშნავად და სტანდარტებზე. ჩემი აზრით 5- მცველით და მეორე ნომრად უნდა დავიწყოთ, შემტევებად ჩაკვე კვარა და მიქაუტაძე უნდა დაააყენოს და მათი სისწრაფის ხარჯზე კონტრშეტევებზე ავაგოთ თამაში. კანკავა არ ჩანს ფორმაში, ლუქსემბურგთან დაკარგა თავი რამდენჯერმე. იმედია კვეკვეც შეძლებს იერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებას.
semi
22 მარტი 2024 12:27
9
ხალხო ამათ თუ ძალიან ძლიერ ნაკრებს ვეძახით რა გვინდა საერთოდ ევროპაზე?
kvara
22 მარტი 2024 13:56
3
“ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ”. რომელმა ჭკვიანმა თარგმნა ეს სტატია. გოგლე ტრანსლატე უნდა შეგარქვა
თემო
22 მარტი 2024 12:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული