gazzetta.gr: კვარაცხელია და ჩაკვეტაძე - მხუთავი აირი (CO) საბერძნეთის ნაკრებისთვის

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს უმასპინძლებს. gazzetta.gr წერს, რომ მეტოქეთათვის "ჯვაროსნებისგან" მთავარი საფხრთხე ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძისგან მომდინარეობს.

საქართველო: ჯოჯოხეთის ტახტი, ცეცხლის ფრთები და"კვარადონა" - საბერძნეთის ბოლო დაბრკოლებაა

"დიდი მატჩი ახლოვდება, სამშაბათს ჩვენი ეროვნული გუნდი საქართველოს ეთამაშება და გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს. საფრთხე №1 საბერძნეთისთვის რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა, რომელიც ჩვენი ოპონენტების უდავო ლიდერია. "ნაპოლის" 22 წლის გარემარბი მასპინძელთა ვარსკვლავია, რომლებმაც ლუქსემბურგს მის გარეშე 2:0 მოუგეს. თუმცა, როდესაც ის თამაშობს, ეს სრულიად სხვა გუნდია.

კვარაცხელიას
ანგარიშზე ნაკრებში 28 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა და ამიტომ ჩვენი გუნდი მოძებნის მის მეურვეს.

კვარაცხელიამ ეროვნულ გუნდში ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა (1 საგოლე გადაცემა გააკეთა) და 3 მათგანი გიორგი ჩაკვეტაძის პასით - ისინი ნახშირბადის მონოქსიდის (CO), მხუთავი აირის მსგავსნი არიან.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად უგებენ, კვარაცხელია მცველების ზურგსუკან აღმოჩნდება და ჩაკვეტაძე ვერტიკალურ პასს უკეთებს. მათი ურთიერთმოქმედება ქართველების შეტევების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, უნარიანად ირჯებიან, რაც სტატისტიკიდან ჩანს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი იდეა მაქვს და რამდენად მოგეწონებათ? 3300 წლის უკან ჩამოვიდნენ ბერძნები და ოქროს საწმისი და მედეა წაიყვანეს, ეხლაა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის წაღება უნდათ, ხოდა ოქროს საწმისის ნაცვლად გია სურამელაშვილი თავისი ოქროებით და მედეას ნაცვლად კესარია რომ გავატანოთ, არ დაგვთანხმდებიან ნეტავ?
გია პაპა
19:37 23-03-2024
0
ლუქსემბურგთან ჩაკვემ ის ხარისხი გვიჩვენა,როგორსაც ტრავმამდე გვიჩვენებდა.შეიძლება ითქვას,რომ როგორც შეტევის ორგანიზატორი,მაშინდელზე საგრძნობლად უკეთესიც იყო,მაგრამ როგორც შეტევის დამაგვირგვინებელი,არ იყო მაშინდელივით ნაყოფიერი და ახლა,უკვე ამ კომპონენტის ამოქაჩვას ველოდები.დიდხანს არც ეგ დააგვიანებს,დარწმუნებული ვარ და როცა ეს მოხდება,საქართველოს ნაკრები,უკვე ევროპის ჩემპიონატის,ღირსეული მონაწილის დონეზე გავა.გვრჩება დაცვის პრობლემები,თუმცა იქ,კ ჩვენი ახალგაზრდობა გამოცდილებას იკრებს და უახლოეს მომავალში,ძველ გვარდიას,ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.
სოსო
09:48 23-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული