დე ლაურენტისი კვარაცხელიას კონკრეტული წინადადებით მიმართავს - შეთანხმდებიან მხარეები?

AutoSharing Option
tuttonapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება, გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი ისტორიულ შედეგს მიაღწევს და პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, ამ დროს კი "ნაპოლი" მასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს.

გამოცემა "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველი მზადაა "ნაპოლიში" დარჩეს, თუ კვლავ ექნება მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დონეზე თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა თავისი სტატუსი აღიარონ - ხელფასის გაორმაგება, რასაც ზაფხულში აპირებდნენ, უკვე საკმარისი არ იქნება, კლუბი სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს შესთავაზებს, კვარაცხელიას 5 მილიონის მიღება სურს და
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხარეები შუალედურ ვარიანტზე, 4.5 მილიონზე (ბონუსებიანად) შეთანხმდებიან.

areanapoli-ს მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას ხელშეკრულების განახლების წინადადებით მალე მიმართავს, თუმცა იქამდე უნდა გაერკვეს, სეზონის დაგეგმარებისას როგორი ფინანსური შესაძლებლობები ექნება, რაც დიდწილად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნულია, რომ კვარცხელიას ანაზღაურება ვიქტორ ოსიმენის ხელფასზე თითქმის ათჯერ ნაკლებია, კორექტირების შეტანის აუცილებლობა კარგად ესმის დე ლაურენტისს, რომელიც ახალი გუნდის აგებას "კვარას" გარშემო გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე უფრო ზუსტი ინფორმაცია მაქვს: მარნეულის "ბორჩალოს" მთავარი მწვრთნელი მამედ რაქი ანცხადებს: "თუ წელს კიტრისა და პამიდვრის კარგი მოსავალი იქნება და რეალიზაციასაც არ დავაგვიანებთ - ქართველ ჟურნალისტებს ნეაპოლში მივლინებას დავუფინანსებთ"-ო, რადგან უკვე შეს..ს ვირ.ს დე..ს თავისი "იმან თქვა, ამან უპასუხა"-თიო. - გ ა ი გ ე თ ?!?!
ვაჟა მასწავლებელი
24 მარტი 2024 16:30
1
არც 5 ლიმონია ხვიჩას კალიბრის მოთამაშისთვის დიდი თანხა
ალიკა
24 მარტი 2024 09:46
1
სად იმეტებს 5ლიმონს....
ხვიჩას თუ თავმოყვარეობა აქვს,6ზე ნაკლებს არ უნდა დაყაბულდეს....
Zura
06 აპრილი 2024 12:25
0
არ მომწონს როცა საქმეში „თუ“ თამაშობს, ძალიან ცვალებადი მოთამაშეა.
კ ო მ ბ ლ ე
23 მარტი 2024 20:09
29
შენ სანამ კობმალი არმოგხვდება მანამდე არმოეშვები ღვარძლიანი კომენტარების წერას?
კომყლეს
24 მარტი 2024 09:42
1
კომბლე ხარ თუ "სალამური" რასაც მე შენ "გლოცავ" არც ერთი არ აგცდეს!!!!
ფოსტა-ლიონი!
23 მარტი 2024 21:54
2
ხვიჩას კლასის ფეხბურთელები დღეს ბევრნი არ არიან. თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა. მსგავსი დონის ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე არ უნდა თამაშობდეს(ეგეც საკითხავია ნაპოლი თუ გავა ევროპალიგაზე)
ხომ ერა
23 მარტი 2024 18:55
4
ამდენი დაუფასებლობის და ცინიკური მოპყრობის შემდეგ.ჩემთვის ძნელი გასაგებია,რატომ უნდა დარჩეს დე ლაურენტისთან.მით უფრო,რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გადიან და ვერც სკუდეტოზე აიღებენ რაიმე ჯილდოს.პირადად დე ლაურენტისი არ იმსახურებს, ხვიჩას დარჩენას.
სოსო
23 მარტი 2024 18:53
3
ლ.ჯ-ს.სწორედ ამიტომ არ უნდა გააგრძელოს კონტრაქტი და ყველანაირად აჩვენოს,რომ მისი გაშვება უჯობს,დე ლაურენტისს.თუ ბერძნებთან ძალიან მაგრად ითამაშა,ხოლო ნაპოლიში სხვათა შორის გაისარჯა და თან ხმამაღლა განაცხადა,რომ გუნდის დატოვება სურს,დე ლაურენტისი იძულებული გახდება,გაუშვას.ადრე თუ გვიან მოუწევს,გაშვება.მანამდე შეეცდება,ხელები გადაუგრიხოს,დააშინოს.აქ ნერვების ბრძოლაა.დე ლაურენტისმა ეს ბრძოლა ვერ უნდა მოიგოს.ის ცდილობს,საბელზე იყოლიოს,ხვიჩამ კი უნდა გაწყვიტოს ეს საბელი და საამისოდ,უკომპრომისოდ იბრძოლოს.რაც გინდა ხელფასი შესთავაზოს,ყველაფწრზე უარი უნდა თქვას.ხვიჩას პატივს არ სცემენ და სრული უფლება აქვს,წასვლა მოითხოვოს.
სოსო
23 მარტი 2024 20:48
1
Ratom da magalitad kontraqti akavshirebs napolistan kidev 3 wlit,aurelio kidev magari axvari kacia tu ar unda gashvebas ar gaushvebs,bevri iyo maseti bolo 15 wlis ganmavlobashi...
L.J .
23 მარტი 2024 19:52
1
ნაპოლი რომ ლიგაზე მოხვდეს, პირველი ექვსეულიდან სამი მაინც უნდა მოკვეთონ და მაგის იმედზე თვითონ ლაურა იყოს... ხვიჩას ვენაცვალეთ, საერთაშორისო დონეზე თავის წარმოსაჩენად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე უკეთესს რას გააკეთებ?!... ჰა 26, ჰა ბურთი და ჰა მოედანი!!!
დდდ
23 მარტი 2024 18:42
2
არც მთლად ეგრეა საქმე.
თუკი რომელიმე იტალიური გუნდი მოიგებს ევროპა ლიგას ესეიგი ის გუნდი ავტომატურად ღებულობს ლიგაზე თამაშის უფლებას და გამოდის რომ მეხუთე ადგილოსანიც გადის იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე.
პლიუს ახალი წესებით მომდევნო გათამაშებებში საუკეთესო რეიტინგის მქონე ქვეყანას დამატებით ერთი ადგილი ეძლევა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ მომენტისთვის ესეთი იტალიის საკლუბო რეიტინგია.
ასე რომ იტალიაში მეხუთე ადგილზე გასული კლუბი შეიძლება მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე.
ბათუმელი ექსპერტი
23 მარტი 2024 19:10
3
ხვიჩასნაირ ბრილიანტს თუ შეელევა, მართლა ლაურენტისის დ... შ-ი.
23 მარტი 2024 18:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული