საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.
რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში.
მადლობა იმ გულისთვის რაც თამაშში ჩადე!