ბარახა: აი, ასეთი მეკარე მყავს - მთავარი გმირი იყო

AutoSharing Option
30 მარტს, ლა ლიგის 30-ე ტურში, "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თავისი გუნდის მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

"იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე გასვლა ჩემს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედებს. მათ კარგი დინამიკა აქვთ. საქართველოსთვის და მისი მთავარი გმირისთვის ეს ისტორიული მოვლენაა, ისევე, როგორც რომანისთვის (იარემჩუკი). ამან დამატებითი ენერგია უნდა შესძინოთ, რაც "ვალენსიასთვის" გამოსაყენებელია. ისინი ეროვნულ გუნდებში მაღალ დონეზე ჩვენი კლუბიდან მიდიან.

მამარდაშვილი პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახალგაზრდაა და კარგად წარმოაჩინა თავი. მის მაღალ კლასს შედეგები ადასტურებს. გიორგის "ჭერი" არ ვიცით,
მუდმივი ზრდის პროცესშია და მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუბენ ბორახას და ხოსე ბორდალასს დიდი მადლობა ქართველებისგან იმის გამო, რომ მამარდას შესაძლებლობები და ნიჭი შეუმჩნეველი არ დაგრჩათ!!!
ვაჟა მასწავლებელი
22:00 28-03-2024
2
მამარდას ისტორია კონკიას ზღაპრის ისტორიას გავს!!!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული