Spazio Napol: კვარაცხელიას გარეშე "ნაპოლი" განწირულია - ქართველი ვალდებულია გუნდი მხრებით ათრიოს

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ატალანტასთან" უშანსოდ დამარცხდა (0:3), საჩემპიონო რბოლას ფაქტიურად გამოეთიშა და ნათლად გამოჩნდა, რას წარმოადგენს ეს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა Spazio Napoli-მ სარედაქციო წერილი.

კვარაცხელიას არყოფნა ძვირად დაუჯდა "ნაპოლის" - გუნდის უარყოფითი მაჩვენებლები

"კვარაცხელიას გარეშე მარცხმა ყველაფერი გამოააშკარავა და შეტევის ხაზის უამრავი პრობლემა დაგვანახა. "კვარა" "ნაპოლის" რიგითი ფეხბურთელი არასოდეს არ იქნება. ერთი სეზონის განმავლობაში "კვარადონას" მეტსახელი დაიმსახურა, რადგან გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშეა. ამ სეზონში სულ სხვა "მუსიკა ჟღერს", მაგრამ მიუხედავად
ამისა, ქართველი შეტევის სიმბოლოა, რომელსაც ხშირად აქვს ჩავარდნა.

"ატალანტასთან" მატჩმა ზუსტად წარმოაჩინა, რომ "ნაპოლი" "კვარაზე" დამოკიდებულია. მას შეუძლია იერიშები არაპროგნოზირებადი გახადოს და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ის იტანს გოლებს და პარტნიორებისთვის მომენტებს ქმნის. რამდენიმეჯერ "არამოტივირებული" ვიხილეთ, მაგრამ ბოლო შეხვედრებში გასული სეზონის დონეს მიუახლოვდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში საბერძნეთთან ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ტრავმა მიიღო.

კვარაცხელია "ნაპოლის" შეტევის სიმბოლოა - აი, მისი სტატისტიკა

27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გასულ წელთან შედარებით დაბალია, მაგრამ მნიშვნელოვანია. ბერგამოელებთან კალცონას გუნდმა კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადა. კრიზისი დაცვის გარდა შეტევასაც შეეხება, რომელსაც კვარაცხელია აკლდა, რამეთუ ხვიჩას აფეთქებები გადამწყვეტია და მის გარეშე განწირულნი არიან.

ბოლო 9 დაპირისპირებაში, "ნაპოლიმ" ყოველთვის გაიტანა გოლი, როდესაც მოედანზე კვარაცხელია იყო, გამონაკლისს მხოლოდ "სან სიროზე" გასული წლის 11 თებერვალს ჩატარებული თამაში გახლდათ. ეს შესაძლებელს ხდის გავიგოთ ამ ფეხბურთელის მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონების შემტევ სტრუქტურაში.

"ატალანტასთან" "ნაპოლი" ბოლო 30 მეტრში იდეის გარეშე იმყოფებოდა. პოლიტანოს, ოსიმენისა და რასპადორის ტრიომ ვერაფერი შემოგვთავაზა. ვერ შეცვლაზე შესულმა ნგონჟიმ და ლინდსტრიომმა. ეს სირთულეები იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებლად სჭირდებთ კვარაცხელია, რომელიც ვალდებულია გუნდი თავისი მხრებით ჩემპიონატის ფინიშზე ათრიოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
შარშან რო ათრია მთელი წელი ოსიმენს უფრო წარმოაჩენდით ამ ყველაფრის მოთავედ აქებდით და ადიდებდით სადაა ეხლა თქვენი ოსიმენი ისწავლეთ ადამიანის შრომის დაფასება გადაუხადეთ იმდენი რამდენსაც იმსახურებს წარმატებები ჩვენს ბიჭს✝️
ნანა
02 აპრილი 2024 21:25
0
სასიამოვნოა როცა ობიექტურ შეფასებას იძლევა უცხოური გამოცემა, თანაც შეჯერებული, სარედაქციო წერილის ფორმით.
გიორგი
01 აპრილი 2024 18:27
0
უკვე დავიღალეთ ამდენი ტყუილებით, ყოველდღე გვარწმუნებენ რომ კვარას ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას უდებენ, მაგრამ არ აღირსეს, ფულის გადახდა ენანებათ და ზურგით გუნდის თრევა კი უნდათ, სინდისი არ აწუხებთ?!
ნინო
01 აპრილი 2024 13:59
3
დაავადებაც კი არ გაწუხებს,თუ არ გაქვს.არა აქვს,დე ლაურენტისს სინდისი,არც არასოდეს ჰქონია და რა შეაწუხებს?
სოსო
01 აპრილი 2024 22:08
0
ჰო, როგორ არა, ერთ მილიონად მთებს გადაგიდგავთ! წუწურაქები!
:::::::
01 აპრილი 2024 13:51
0
ყველანი მშვიდად იყოს ნეაპოლშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ეს კვარას ბოლო სეზონია ნაპოლიში.
pablo
01 აპრილი 2024 09:35
3
კვარას თავად არ უნდა ნაპოლიდან წასვლა
pablo - ს
01 აპრილი 2024 10:17
9
ფიფას გამოკითხვაში იტალიელებმა ხვიჩას ერთი ხმაც კი არ მიეცით, ხელფასიც კი არ გაუზარდეთ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს და ერთ ერთი ხველაზე დაბალი ხელფასი აქვს ნაპოლიში და რას ითხოვთ მისგან თქვე უნამუსოებო. თუ უვარგის ოსიმენს 10 მილიონი დაუნიშნეთ ხელფასი მაშინ კვარას მინიმუმ 12 მილიონი უნდა მიეცეს.
ავთანდილი
01 აპრილი 2024 09:31
6
კვარამ რომც არაფერი გააკეთოს 2-3 მცველი მას დადევს და მეორე ფლანგზე თავისუფლება აქვთ სხვა შემტევებს
სუხია
01 აპრილი 2024 09:22
1
საქმეც ისაა რომ ამ შანსის გამოყენების თავიც არა აქვთ
12324
01 აპრილი 2024 13:53
0
ვალდებული კი არა კიდევ რა გინდათ? მხრებით სათრევი კი არის ნაპოლი მაგრამ არა კვარასი. მაგ ხელფასით ტოპ გუნდში ავტობუსის მძღოლებს არა აქვთ. კვარა უნდა წავიდეს ნაპოლიდან იქ სადაც დააფასებენ, თქვენ ჩემპიონობა გეყოთ უახლოვეს 33 წელში მეტის ღირსი აღარ ხართ და მერე ვნახოთ.
G.LA
01 აპრილი 2024 07:59
1
2024-ის ევროს შემდეგ ხვიჩას "ნაპოლი"-ში არავინ დატოვებს.კვარა წარმატებისთვის დაბადებულია და მეტი ასპარეზი სჭირდება."ნაპოლი" მალე კეთილად გასახსენებელი ისტორია გახდება.ევროზე გასვლა ჩვენ ყველას ასე იმიტომაც გვიხარია,რომ ქვეშეცნეულად ვგრძნობთ იწყება დიდი და ბედნიერი გზა,და როგორც რაგბისტებმა მიგვაჩვიეს წარმატებებს ასე ჩვენი ფეხბურთიც ბევრჯერ გაგვახარებს.
ენძო
01 აპრილი 2024 07:08
0
Valdebuli sitkva uadgiloa
C
01 აპრილი 2024 03:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული