"კრემონეზე" ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა - ლოჩოშვილი არ ათამაშეს

AutoSharing Option
სერია B-ს 31-ე ტურში „კრემონეზე“ სახლში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ფერალპისალოსთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზე“ თანდათან თმობს პოზიციებს, 56 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 აპრილს გასვლაზე „ბარის“ შეხვდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ფერალპისალო 0:1
გოლი: ბერგონცი (77)

დღეს „სპეციამ“ საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია „ასკოლის“. მასპინძელთა გუნდის მცველი ივა გელაშვილი სათადარიგო იყო. „სპეციამ“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 34 ქულით მე-16 ადგილზეა და 6 აპრილს „ლეკოს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველი გულშემატკივარი კიდევ ლოჩოშვილს ძირითადში ითხოვდა :D
semi
16:34 02-04-2024
0

სიახლეები პოპულარული