კვარაცხელია და მიქაუტაძე დღეს ადრე ითამაშებენ - "ნაპოლი" ევროზონისთვის!..

AutoSharing Option
"ნაპოლის" სერიოზული საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი ხვიჩა კვარაცხელია აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ამასობაში, "ბარსელონას" ინტერესზეც სერიოზულად იწერება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, "მონცას" "ბრიანტეოზე" (16 917 მაყურებელი) ესტუმრება.

"მონცას" ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული "სეივების" პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე
ადგილზეა (ვინც 20 და მეტი მატჩი ითამაშა). შედარებისთვის, ნეაპოლელთა კიპერ მერეტის მსგავს მონაცემში 65% აქვს.

"ნაპოლის" საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს... და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებიდან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს - 5.

"ნაპოლი", ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია...

Sportall.Ge

ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება...

ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით; იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.

"სასუოლოსთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა და ახლაც გუნდთან ერთადაა.

შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, "მილანთან" (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.

Sportall.Ge

ესპანური "ლა ლიგა" თასის ფინალის გამო ისვენებს. დღეს ჩვენებურების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" სტუმრობა "ბრესტთან" (15:00 სთ). "ჟორჟი" გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, "ანორთოსისს" დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" "პოგონს" მიიღებს (17:00 სთ) და სამეულში შესვლას ეცდება!..

altმამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]

altკიტეიშვილის დაბრუნება - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგი" 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიქაუტაძემ გაიტანა ეხლა, 74 წთ-ზე..... მიდი ჟორჟ.... გენაცვალე!!!!
alex
07 აპრილი 2024 16:35
0
ტიპი, რომელიც აქ ხელს აწერს როგორც "????", ის კრემლებოტია, რომელიც ჯანაშიას სტატიის კომენტარებში რუსებწ აქებდა და ამტკიცებდა, რომ რუსებს ჩვენი გამარჯვება და ევრო24-ზე გასვლა ძალიან უხარიათო.
რეალობა
07 აპრილი 2024 12:01
4
რუსი კრემლებოტი "????" ხშირად ხელს ასე აწერს: "დურაკ".
Кремлебот Вася! Твои саморазоблачителные исповеди никого не интересуют.
რეალობა
07 აპრილი 2024 16:08
0
ვაი, შენს პატრონს დურაკ?
რეალობას
07 აპრილი 2024 14:14
1
ეჰ, დაწერდა შოთა, ნანახი ჰქონდა უკვე ეგ თამაში, ვანგას ჰალალი გარე ბიძაშვილი იყო მამიდა გურანდუხტის მხრიდან.
ერთხელ კიდევ თქვენი ფიგუ - ს
06 აპრილი 2024 16:42
9
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
06 აპრილი 2024 16:30
0
რას ნიშნავს ნიჭი.

რვაას ორმოცდა ათი წლის წინ აღწერა შოთა რუსთაველმა ხვიჩას მიერ ატალანტასთან გატანილი გოლი:

„ერთმანეთსა შემოსტყორცა რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა

დაკოდილნი მკვდართა შინა იმალვიან მალვენ ხმასა“-ო

ღღმერთმა გაახაროს ხვიჩა.

ერთხელ კიდევ თქვენი ფიგუ
06 აპრილი 2024 14:37
4
მიყვარს საკითხის ბოლომდე ამოწურვა და მაპატიეთ. როგორც იტყვიან ბოლომდე გადახდილია.

„კვარადონას“ ტიტულთან დაკავშირებით:

სულ მცირე თხუთმეტი წელი იჯდნენ პელე და გარინჩა სამეფო ტახტზე.აგერ 50წელი იქნება და მიხეილ მესხის მეტი არავინ არ შეუდარებიათ, უცხოელებს მათთან. „ქართველი გარინჩა“-მხოლოდ ის. რატომ უკვირთ რომ კვარადონაც ქართველია.დიდება ქართულ გენს!! მთავარია ხვიჩამ ნაკოლკების კეთება არ ვდაიწყოს. ბატონ ბადრის მართებს დიდი ყურადღება. ეს მისი დიდი ვალია ქართველი ხალხის წინაშე. ამ ოჯახიდან კიდევ ერთ ასეთ ფეხბურთელს ველოდებით!
კიდევ ერთხელ თქვენი ფიგუ
06 აპრილი 2024 13:04
3
Es nakolkebi,grexia tu ra xdeba megobaro???rasac unda imas gaiketebs:tmebi sheichari,wveri gaiparse da ase shemdeg (patara bichi araa xvicha)ar texavs????
L.J .
07 აპრილი 2024 14:47
0
სიმართლე გითხრათ ,დღეს აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება ,მაგრამ მაპატიეთ.

ხვიჩას რომ მთელ სეზონში მხოლოდ ერთი ბურთი გაეტანა [ატალანტასთან] , მარტო ის იქნებოდა საკმარისი კვარადონას ტიტულის მისანიჭებლად.[თუმცა ის იმ დროს უკვე დიდი ხნის კვარადონა და კვარავაჯო იყო]. „შიგან ისრე გავერიე , გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“
რვა კაცი ეხვია გარშემო და .მარტო იყო საჯარიმოში. ნიავი რომ არხევს დამწიფებულ ყანას ისე მიაწვინა ჯერ აქით და მერე იქით მთელი გუნდი ერთმსა კაცმა. მაგან თუ ასე გააგრძელა და .........

ისევ თქვენი მოსიყვარულე ფიგუ
06 აპრილი 2024 12:37
2
მეგობრებო, ემოციებს ნუ ავყვებით. კრიტიკის და შენიშვნის გამოთქმის უფლება ყყველას გვაქვს, ოღონდ საზღვრები არ უნდა დავარღვიოთ. რაც შეეხება კვარადონას წოდებას --იტალიელები ტიტულებს ჰაერზე არ არიგებენ. მათ ეს ამბები არ ეშლებათ ბაჯო, დელ პიერო, ტოტტი ინძაგი......რატომ მათ არ მიანიჭეს ეს სახელი????? ცოტა დაუფიქრდით!!!!!!!!!!!!! შეიძლება ხვიჩასი ბევრს შურს, მაგრამ იგი კიდევ ბევრს მოახრევინებს თითს. წინსვლა და ბედნიერება ხვიჩას ქართველი ხალხის გასახარეებლად!!!
ფიგუ
06 აპრილი 2024 11:59
2
ძალიან უხერხულია ზრდასრული ადამიანებისგან ერთმანეთის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება. თავი შეიკავეთ და ნორმალური, დასაშვები სიტყვებით გამოთქვით თქვენი აზრები. მიუღებელია ასეთი ტონით ლარაკი. „ზოგჯერ თქმითაც დაშავდებიის“.
ფიგუ
06 აპრილი 2024 11:39
2
კვარადონა ვინც დაარქვა,იმათმა შენზე უკეთესად იციან ვინც არის.ფეხბურთით განებივრებულ იტალიელებს ვერავინ ასწავლის ფეხბურთელის დონის შეფასებას.ტოჟე მნე ფეხბურთის ექსპერტი რა....
მირო
05 აპრილი 2024 12:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული