AS-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდებას "ბარსელონა" ცდილობს.
"ბარსელონა" "კვარას" ხელში ჩაგდებას ცდილობს
"ღრმა კრიზისში მყოფმა "ნაპოლიმ" სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ "კვარა" 10 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით სერია A-ს მოთამაშეა, რომელმაც კარში ყველაზე მეტჯერ (101) დაარტყა ბურთი, ყველაზე მეტი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა (147), მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს (64) და მასზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ (70). Transfermarkt-ის მიხედვით ის ყველაზე ძვირად ღირებული მარცხენა გარემარბია (80 მილიონი ევრო) ვინისიუსის (150 მლნ) და ლეაოს
(90 მლნ) შემდეგ. შედეგიანობისა და ასაკის გათვალისწინებით (23 წლისაა) მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გახდება და მისი სახელი "ბარსელონას" სიაში ფიგურირებს.
ამ თვეებში ქართველის მიმართ "ბარსას" ინტერესის თაობაზე რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა და როგორც AS-ისთვის გახდა ცნობილი, ბოლო კვირებში კლუბების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტები შედგა. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-ს განუცხადა, რომ ხვიჩას მამა "ბარსელონას" გულშემატკივრია და ძალიან გაუხარდება, თუ თავისი შვილი კატალონიურ გუნდში გადავა და ეს მიუხედავდ იმის, რომ თავად ხვიჩა "რეალის" ფანია. "ნაპოლის" პასუხი ტრანსფერის განხორციელებაზე განსაკუთრებულ იმედებს არ ტოვებს. დე ლაურენტისი ოსიმენის დაკარგვას შეურიგდა (მან კონტრაქტი 130 მილიონად გამოსყიდვის უფლებით გააგრძელა) და არ უნდა თავის მეორე ვარსკვლავსაც შეელიოს. იტალიელი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ 130 მილიონს შესთავაზებენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
"ნაპოლის" იდეა 24/25-ის პროექტშია, რომელსაც ახალი დირექტორი ჯოვანი მანა (იუვენტუსიდან) უხელმძღვანელებს და გუნდს კვარაცხელიას გარშემო ააგებს. ამიტომ დე ლურენტისი ჯუღელს მაისის ბოლოს შეხვდება და 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას შეეცდება. ხვიჩას მომავალი ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. "კვარას" ამჟამინდელი სეზონური გასამრჯელო მილიონახევარ ევრომდეა, ოსიმენის კი - 10 მილიონი..."
სოსო-ს!
ხვიჩამ მგონი უამრავჯერ თქვა უკვე რომ ნაპოლიში ძალიან კარგად გრძნობს თავს და ამ ეტაპზე არსად აპირებს წასვლას. მითუმეტეს ზაფხულიდან ანაზღაურება საგძნობლად გაეზრდება. აურელიომ ჩვენზე კარგად იცის თუ როდის უნდა გაეზარდა ხელფასი. უკვე დადგა ეს მომენტი და ფულსაც არ დაიშურებს. უნიჭიერესი და უმაგრესი მენეჯერია აურელიო!