მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.4, whoscored 6.2.
"უოტფორდი" მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
„უოტფორდი“ 51 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს გასვლაზე „იფსვიჩთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - პრესტონი 0:0
"უოტფორდი" ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია