კალცონა: არ ვიცოდი, რამდენი ხანი შეეძლო "კვარას" თამაში - დაცვის პრობლემა გვაქვს

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "მონცასთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:2) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"პოლიტანომ და რასპადორიმ გაიტანეს. ხომ არ შევცდი, სასტარტოში რომ არ დავაყენე? სერიოზული შეტევითი პოტენციალი გაგვაჩნია. ეს ეხება იმათაც, ვინც სათადარიგოთა შორის იყო. არჩევანი იმის მიხედვით კეთდება, რასაც კვირის განმავლობაში ვხედავთ. ზოგიერთი სისტემატურად თამაშობს და ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეს. "კვარამ" და ნგონჟიმ ტრავმები მოირჩინეს და არ ვიცოდი, რამდენი ხანი შეეძლოთ თამაში. ამიტომ მათი გამოყენება თავიდანვე გადავწყვიტე და არა მატჩის მიმდინარეობისას. შეცვლაზე შესულები თამაშში კარგად ჩაერთნენ. ეს
ისაა, რაც მინდა. არ მგონია, შეტევაში ნაკლი გვქონდეს.

კიდევ შესაძლებელია თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა? "ნაპოლი" მაქსიმალური მიზნებისთვის უნდა მიისწრაფოდეს. ვიცით, ეს რთული იქნება, მაგრამ ვიდრე შანსი არსებობს, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. სეზონის ბოლოს ვნახავთ, რომელ ადგილს დავიკავებთ. ისევეა საჭირო თამაში, როგორც დღეს მეორე ტაიმში. თუ არადა, ნებისმიერთან შეიძლება წავაგოთ.

შესვენებაზე ვისაუბრეთ. აქტიური მოქმედების ნაცვლად ბურთის მოლოდინში ვიყავით, რაც მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. დაცვის პრობლემა გვაქვს, ეს ძალიან მაწუხებს. ამაზე ვმუშაობთ. ჩემი მომავლის შესახებ დე ლაურენტისთან არ მილაპარაკია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა კალცონა ხარ!
ბესო
09:32 08-04-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული